მატჩის შემდეგ ნორვეგიის ნაკრებისა და "ნაპოლის" ცენტრალურმა მცველმა ლეო ოსტიგორმა Calcionapoli-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ნორვეგიელთა მთავარი მიზანი 22 წლის გარემარბის შეჩერება იყო.
"პირველ ტაიმში უკეთესად ვითამაშეთ, თუმცა მომენტები ვერ გამოვიყენეთ, უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა. ცხადია, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" თამაში განსხვავდება. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ხვიჩა შეგვეჩერებინა, "კვარა" დიდებული ადამიანი და შესანიშნავი ფეხბურთელია, მიხარია, რომ ჩემი თანაგუნდელია. მის წინააღმდეგ თამაშიც
რაც შეეხება საკლუბო სეზონს, ყველა ტიტულის მოგებას ვეცდებით. ქალაქი, ფანები, სტადიონი, ნეაპოლში ყველაფერი შესანიშნავია" - განაცხადა ოსტიგორმა.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონატის მორიგ მატჩს 2 აპრილს "მილანის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.
სოლბაკენი: საქართველის ნაკრებს სიურპრიზი არ შემოუთავაზებია
სანიოლი: ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ - ცვლილებების შემდეგ თამაში გადავარჩინეთ