ჯოვინო ფლამარიონი კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

AutoSharing Option

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა ბათუმის "დინამო" დატოვა და კარიერას ლიგა 2-ის ბინადარ "ვალანსიენში" გააგრძელებს, ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ფორვარდი ფრანგულ კლუბს უფასოდ შეუერთდება.

"ვალანსიენი" ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 11 ქულით ბოლო, მე-20 ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, ფლამარიონი ბათუმის "დინამოს" 2017 წელს შეუერთდა და 200 მატჩი ჩაატარა, თავი კი 88 გატანილი გოლითა და 26 საგოლე პასით გამოიჩინა.

altჯოვინო ფლამარიონი: ბათუმის "დინამოდან" "როტორში" გადასვლის გადაწყვეტილება ორიოდ საათში მივიღე

altკვარაცხელია და ჯოვინო პირველივე ტაიმში

შეცვალეს, ბათუმის "დინამო" მარცხს გადაურჩა [VIDEO]