მალხაზ ასათიანი: ამერიკელებმა ბევრი საზიზღრობა ჩაიდინეს - ვისურვებდი, რუსი სპორტსმენები საერთაშორისო არენაზე დაბრუნდნენ

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივისა" და საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მალხაზ ასათიანმა matchtv-სთან ვრცელ ინტერვიუში საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა.

- ახლა რუსულ ფეხბურთს თვალს ადევნებთ?
- რუსეთის კლუბების მატჩებს იქამდე ვუყურებდი, ვიდრე ევროტურნირებიდან არ მოკვეთეს. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. ამიტომ ამჟამად რუსულ ფეხბურთს თვალს ნაკლებად ვადევნებ.

ჩვენი მეგობარი ლუკა გაგნიძე "დინამოში" თამაშობს. ის, ისევე, როგორც მე, ქუთაისელია. ერთი რაიონიდან ვართ. ძალიან კარგად ვიცნობ მის ოჯახს, თავად ლუკა ჯერ კიდევ ბავშვობიდან მახსოვს. განვიცდით და ვგულშემატკივრობთ მას.

ცუდია, რომ რუსულ კლუბებს ევროპაში ასპარეზობის უფლებას არ
აძლევენ. მიმაჩნია, რომ სპორტში პოლიტიკის ჩარევა სამართლიანი არაა. აქამდე მრავალი ქვეყანა იყო ჩართული შეიარაღებულ კონფლიქტში, მაგრამ იმავე ამერიკელ სპორტსმენებს არასოდეს არ უკრძალავდნენ საერთასორისო ტურნირებზე მონაწილეობას. ეს ხომ სპორტია - ის ისეთივეა, როგორც ხელოვნება, შეუძლია ქვეყნები და ხალხი დააახლოოს და შეარიგოს. ეს მშვიდობის შესანარჩუნებლად უნდა იქნეს გამოყენებული.

- ახლა საქართველოში რუსეთის მიმართ როგორი დამოკიდებულებაა?
- რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ხალხს შეიძლება სახელმწიფოების მთავრობების მიმართ პრეტენზიები ჰქონდეს, თუმცა არა - ერთმანეთისადმი. ჩვენ გვაერთიანებს მუსიკა, რწმენა, ხელოვნება, მეგობრები. ადამიანურ ურთიერთობებში პოლიტიკამ მეორე პლანზე უნდა გადაიწიოს, ისევე, როგორც სპორტში.

რა თქმა უნდა, ყველანაირი ხალხი არსებობს. ვიღაცას საქართველოში რუსული მუსიკის აკრძალვა უნდოდა, ხელოვნების, პოეტების, მაგრამ ეს აქ რა შუაშია? მიყვარს ცოის მუსიკის მოსმენა, შუფუტინსკის, კიდევ ბევრი სიმღერის და ეს ვინმემ რატომ უნდა დამიშალოს? ასევე წინააღმდეგი ვარ, რომ რუს სპორტსმენებს საზღვარგარეთ ასპარეზობა აუკრძალონ. ნეგატივი ჩვეულებრივ ადამიანებს შორის არ უნდა არსებობდეს ქვეყნის ლიდერების განსხვავებული პოლიტიკის გამო.

ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ყველა დონეზე მოწესრიგდეს, რუსი სპორტსმენები კი საერთაშორისო არენაზე დაბრუნდნენ. სპორტსმენი პოლიტიკაზე გავლენას არ ახდენს, ის იქ არაფერ შუაში არაა. ამერიკელებმა აშშ-ის მთელ ისტორიაში ძალიან ბევრი საზიზღრობა ჩაიდინეს. ასეთი ლოგიკით მათი სპორტსმენები სამუდამოდ მოსაკვეთები იყვნენ, თუმცა ისინი შეჯიბრებებში თამაშობენ და მონაწილეობას იღებენ.

წყარო

მკითხველის კომენტარები / 311 /
სამარცხვინოააა!!!როცა შენი ქვეყნის დაუძინებელ მტერს ასე გულშემატკივრობ!!!აი რითი გვჯობია ახალი თაობა ძველ თაობას,მათ რუსეთთან სენტიმენტები არ აკავშირებთ!!!!
სოსო
07 მარტი 2024 17:56
0
რუსეთის დიდი პატრიოტი, ქართული გვარით!!
სამაჩაბლოელი
07 მარტი 2024 15:27
0
უტვინო კაცზე უარესი არაფერი არ არის!!!
ვახო
15 იანვარი 2024 13:22
0
აი ასე გამოიყურება რუსეთუმე გრუზინიი!!!
.
10 იანვარი 2024 12:45
2
რა ვქნათ მერე მთელმა საქართველომ ოკუპანტ რუსებზე და მათ დოპინგით გაჭყეპილ სპორტსმენებზე ვინერვიულოთ???მაგ სპორტსმენებს აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ტერიტორიად მიაჩნიათ თუ რუსეთის? შენ რას გებნევიან მალხაზ?მეტი სადარდებელი ვერ ნახე ამ გაუბედურებულ საქართველოში??რუსებზე, რომ არ ინერვიულო??!!
ქართველი ვაჟკაცი
10 იანვარი 2024 12:03
0
ერაყელებზე,ავღანელებზე,სირიელებზე,იაპონელებზე,ვიეტნამელებზე დარდს შენი ოკუპირებული ტერიტორიები რო იდარდო და რუსებს შეახსენო თავიანთ ჩადენილი დანაშაული არა??შენ რუსების მაჩალკა!!!!
სოსო
09 იანვარი 2024 22:19
4
რაც ოსმალეთის იმპერიას აქვს გაკეთებული საქართველოსთვის, არც დაესიზმრებათ რუსებს. დღეს "მეგობარი სახელმწიფოა". კი მაგრამ არველაძეები რომ ტრაპიზონში თამაშობდნენ, ისინი ჯიგრები არიან და მალხაზ ასათიანი, რომელმაც ზუსტად რუსებს გაუტანა ისტორიული გოლი - მოღალატეა? ეგ არ არის ორმაგი სტანდარტი?
irakli
09 იანვარი 2024 16:54
7
ახალი თაობისთვის შენ უკვე აღარაფერს წარმოადგენ და აწი
ალტინფოელებმა გცენ პატივი!!!!
სანდრო
08 იანვარი 2024 22:48
6
თორნიკე შენგელიას კითხე აბა სად უფრო კარგად გამოსდის თამაში რუსეთში თუ ევროპაში?!
სოსო
08 იანვარი 2024 20:44
0
ყოჩაღ მალხაზ!ფეხბურთელიც კარგი იყავი და კაციც მაგარი ყოფილხარ.ყველა ვერ გაბედავდა და ვერ ბედავს შენსავით სიმართლის თქმას.იქნებ შენს მაგალითზე სხვებმაც გაბედონ[ცნობილებმა] და ამ ტვინგამორეცხილი რეგვენების თავებში სიმართლემ გაიჭიატოს.სიმართლისთვის აგინებთ კაცს? რა ,ამერიკისთვის სხვა სამართალი უნდა იყოს და რუსეთისთვის სხვა? ამერიკის სამხედრო ბიუჯეტი 800 მლრდ დოლარია,რუსეთის კი 60.ამერიკას თავის საზღვრებს გარეთ 600 სამხედრო ბაზა აქვს 130 ქვეყანაში,რუსეთს კი 5.ამერიკამ მიწასთან გაასწორა თავის საზღვრებიდან ასეულობით კმ დაშორებული ქვენები---სერბეთი ,ერაყი,სირია,ლიბია და კიდევ მრავალი,რუსეთს კი კონფლიქტები აქვს მხოლოდ თავის მოსაზღვრე ქვეყნებთან თავისი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე,სწორედაც იმ კოლექტიური დასავლეთის გამო ,რომელიც ცდილობს მის ალყაში მოქცევას.რა, არ უნდა დაიცვას თავისი ინტერესები?არ უნდა დაიცვას თავი? აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვაც ,სწორედაც რომ ამერიკის კისერზეა.შენ თუ გინდოდა თავისუფლება და რუსმა გაგათავისუფლა,აფხაზმა და ოსმაც ,რომ მოინდომა შენ რატომ მოინდომე პრობლემის ძალით გადაწყვეტა? შენ კლავდი ერთსაც და მეორესაც,რომ რუსეთი არ დახმარებოდა.რუსი კი ვალდებული იყო დახმარებოდა,რამეთუ შენ მტრობა გამოუცხადე და დედას აგინებდი ,აფხაზი და ოსი კი მისი მოკავშირეები იყვნენ.არ უნდა დახმარებოდა მოკავშირეებს? შენ დაგემყარებია კეთილმეზობლური ურთიერტობა და ორივეს ლანგრით მოგართმევდა.მაგრამ არა ,შენ ამერიკის იმედი გქონდა და გეგონა შენი უბატონოდ ხმის გამცემი არავინ იყო.გამოჩნდა ბოლოს როგორც დაგვეხმარა ამერიკა.კიდევ ბევრი ანბანური ჭეშმარიტების თქმა შეიძლება ,მაგრამ რა აზრი აქვს? ნათქვამია---ბრმას ვერ დაანახვებ,ყრუს ვერ გააგონებ , ხოლო რეგვენს ვერ შეასმენო .მალხაზს,კი,კიდევ ერთხელ ვეტყვი მადლობას და დავუდასტურებ ჩემს უღრმეს პატივისცემას ასეთი მართალი და ვაჟკაცური ინტერვიუსათვის.
არგუტი
07 იანვარი 2024 22:36
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული