"პატრიოტი და ღირსეული კაცია!" - გაზაევი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ აღაფრთოვანა

AutoSharing Option
27 ნოემბერს "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. ამ ფაქტს ვლადიკავკაზის "ალანიაში" მისი ყოფილი მწვრთნელი რუსი ვალერი გაზაევი სიხარულით შეხვდა.

მან ყაველაშვილს ნამდვილი პატრიოტი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება შემთხვევითობა ნამდვილად არ ყოფილა. 

"მიშა თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია და ამიტომ მისი კანდიდატად დასახელება შემთხვევითობა არ ყოფილა. ის "ალანიაში" ჩემთან ერთად იყო და თავი ყოველივე საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინა.

ყაველაშვილი როგორც ადამიანური, ისე პროფესიონალური თვალსაზრისით გამოირჩეოდა და მიწვევა მანჩესტერ "სიტიდან" მიიღო. შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა და მინდა, ამ
პატრიოტ ადამიანს დიდი წარმატება ვუსურვო.

ყოფილი ფეხბურთელები საქართველოში თანამდებობებს იკავებენ? კახა კალაძე, ყაველაშვილი - ეს ის სპორტსმენები არიან, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს სახელს წარმოაჩენენ.

ზოგი ამას იტალიაში აკეთებს, ზოგი ინგლისში და ზოგიც კი ოსეთში. მჯერა, რომ ეს ღირსეული ადამიანები ღირსეულად ასრულებენ თავიანთ სამოქალაქო მოვალეობას", - უთხრა გაზაევმა ადგილობრივ "სპორტ ექსპრესს".
მკითხველის კომენტარები / 101 /
Ღირსებაზე მუდამ უღირსები საუბრობენ
კნოპსი
20:20 29-11-2024
14
-როგორ ცინიკურად დასცინით კრემლის ტურებიდან დაწყებული ცბიერი ოსებით დამთავრებული- საქოცეთს (აბა, ერთი შეეკითხეთ ამ გაზაევს-აც სამაჩაბლო დამოუკიდებული სახელმწიფოა,თუ საქართველო ტერ-ის ნაწილი-რას გიპასუხებს და მერე ესენი რომ ვაჟკაცებს დაუძახებენ ივანაშვილებ- ყაველაშვილე- ღარიბოვებ- თამაზოვრ- პაპუაშვილებს და მათნაირ ჩმორებს?).
ვინ არიან ვაჟკაცი- ივანაშვილებ, ყაველაშვილების სულის ხალხი(?!), შიში,ფრთხალი ბუნებიყ მტერს- მტერს რომ ვერ ეძახიან და მეგობარს- მეგობარს, არათუ უძველესი ქართული ტრადიციებით იცხოვრონ ,,მტრის მტრისას, მოყვარეს- მოყვრისას,(?!)
რუსეთს- საღორეთს აქვს საქართველოს 2 უძველესი რეგიონი ანექსირებული,იქ ქართველთა ეთნოწმენდები განხორციელებული,300 000 ლტოლვილი გაჩენილი, დღემდე რუსულად რომ ათეთრებენ უძველეს ქართულ ტაძრებს რომ.ბოლომდე ამოძირკვონ ყოველგვარი ქართული კულტურა...თუ დასავლეთს, აშშ- ევროკავშირის სახელმწიფოებს(?!),

ძალიან კარგად იცით, იყენებთ და დასცინით -საქოცეთს, ამ ფრთხალი და ცალტვინა ბუნებიდან გამოჩურჩუტებულებს (ვის,სულიერ წინაპრებზე წუხდა დიდი ილია,,მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი, გარეთ მხდალნი,შინ ძლიერნი,,) საქართველოს სახელმწიფოს დაუსუსურება, დაკნინება, გაძარცვა, გაღატაკება, რუსეთთან მარტო პორისპირ დარჩებისათვის რომ აქსიანენთ-1921 წელი სრულყოფილად გაიმეოროთ,ამჯერად აფხაზეთი, სამაჩაბლოს ჩამოჭრა ეტაპობრივად ,,საქართველო უქართველებოთ,, ბოლომდე მიყვანისათვის, რისთვის უკვე მასიურად ასახლებთ არა მარტო ურუსებს ...
პ.ს. ხო კარგად ხედვთ ,აქაც რომ შემოსულია ქართული ენის მცოდნეები არაქართველები კრემლის პროპაგანდისტები,ვითომ ქართველები არიან და რუსეთი უნდათ,უყვართ,ეს დღესაც შუა საუკუნეების, დაშინება, ძალადობა, სიძულვილზე დაფუძნებული მუდმივ უპერსპექტივორუსუ- აზიური სამყარო- ქართველობის მენტალური მტერი

დაუსვით კითხვა,დაუსვით- გაზაევები აღიარებენ რომ ე.წ. ,,სამხრეთ ოსეთი,, საქართველოს ტერ-აა,თუ ...და ეს ვისზეც იტყვის,,ვაჟკაცი,,-ო- რას ნიშნავს(?!)

კახაბერი
13:52 29-11-2024
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული