საქართველოს თასის მერვედფინალური წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
19 აპრილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრაში ეროვნული ლიგიდან ხუთი, ეროვნული ლიგა 2-დან შვიდი, ლიგა 3-დან ერთი, ლიგა 4-დან კი სამი გუნდი მონაწილეობდა.

კენჭისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

თელავი-ლოკომოტივი
სამტრედია-საბურთალო
მერანი-გურია
რუსთავი-სიონი
თბილისი სითი-ზუგდიდი
მერანი თბ-დინამო (თბ)
გარეჯი-სპაერი
გაგრა-ტორპედო

ყველა მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. ტრადიციულად, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან. შეხვედრები 18-19 ივნისს ჩატარდება.