დღეს 4 მერვედფინალურ სერიაში პირველი მატჩები გაიმართა. მხოლოდ 1 წყვილში დაფიქსირდა მოულოდნელი შედეგი: “ა” ლიგის წარმომადგენელმა, ახალშექმნილმა ვიქტორ სანიკიძის აკადემიამ 84:81 დაამარცხა სუპერლიგის
დანარჩენ 3 შეხვედრაში მეტ ინტერესს სუპერლიგის გუნდების – "რაშისა" და გორის "ივერიონის" დაპირისპირება იწვევდა. სუპერლიგის 2 დებიუტანტის მატჩი შიდაქართლელთა გამარჯვებით – 94:80 დასრულდა, რაც დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილი გორელებისთვის გვარიანი ჰანდიკაპია. შინაურ კედლებში, 27 იანვარს დანიშნულ სერიის საპასუხო მატჩში, "ივერიონს" 14-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნება მართებს.
კიდევ 2 წყვილში სუპერლიგისა და “ა” ლიგის გუნდები ხვდებიან. "ქუთაისმა" სერიის პირველი მატჩი "თბილისი არენაზე" დამაჯერებლად, 95:76 (სტატისტიკა) მოუგო "ვერას" და საპასუხო შეხვედრის წინ 19-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. კიდევ უფრო დიდი სხვაობა დაფიქსირდა გაუ-სა და "ასტრალის" მატჩში. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდმა 34 ქულით – 97:63 დაამარცხა "ასტრალი" და მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
მერვედფინალის დარჩენილ 4 წყვილში სერიის პირველი მატჩები 23 იანვარს გაიმართება:
თსსუ – თსუ 14:00
კავკასია – ორბი 16:00
სოხუმი-საქართველო – გურჯაანი 18:00
მარგვეთი – რუსთავი 20:00
GBF.GE