ისტორიაში პირველად - მეოთხე ლიგაში მონაწილე "ლოკომოტივი 2" საქართველოს თასის ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს თასის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრა "ლოკომოტივ 2"-სა და "საბურთალოს" შორის გაიმართა, ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი "ლოკომოტივ 2"-მა 7:6 გაიმარჯვა და ისტორიაში პირველად მეოთხე ლიგის გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის 54-ე წუთზე "საბურთალო" 10 კაცით დარჩა, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გიორგი ჯგერენაია მოედნიდან გააძევა.

მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "დინამო" 2:0 დაამარცხა.

ფინალურ მატჩს 7 დეკემბერს ბათუმი უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ლოკო 2 ასეთი მაგარი გუნდი ყოფილა (თასის ფინალში გავიდნენ) ერთ რამეს ვერ ვხვდები ძირითად გუნდში რატო არ ათამაშებდნენ ამ ბიჭებს? (ლოკო კი არ გავარდებოდა შეიძლება ჩემპიონობაზეც გაეწიათ)
მაროკო
03 ნოემბერი 2022 02:38
0
ნუ რა არის აქ გასაკვირი ვერ გავიგე. უმაღლესი ლიგის გუნდებისათვის მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ჩემპიონატი და ევროთასებია. არ უნდათ ფეზბურთელებს ასეთი შემჭიდროებული გრაფიკით ასპარეზობა და თასზე აქცენტს არ აკეთებენ და ამით აიხსნება ყველაფერი.ლოოოოოოოლ . კჯერ სად ხართ მალე გამოგვიცხადებენ რომ ჰოი საოცრება და უმაღლეს ლიგაში ქალთა გუნდი გადმოვიდა ან სარაგბო ჯლუბი. საგიჟეთია ოფიციალურად. კიდევ კარგი კვარაცხელია დაეცა ტუზივით ქართულ ფეხბურთს და ნაკრები უბერავს თორე რა საქართველოში რაც ხდება აგერ ა მოვა ევროთასები
იბერია
03 ნოემბერი 2022 00:13
2
სუ ახალგაზრდებია ტალანტები წარმატებები კონფერენს ლიგაზე მერე ევროპის ლიგებში გადასვლა
კიკი
02 ნოემბერი 2022 22:20
0
რა სისულელეა
ზურა
02 ნოემბერი 2022 20:25
3
სასწაული თუ გინახავთ,მე არ მინახავს.. უფრო სწორად რაღაც მსგავსი ვნახე დღეს.ეხლა ლოკო 2 რომ გახდეს ჩემპიონი, კონფერენსზე ითამაშებს პირველი გუნდი,ანუ გუნდი რომელიც გავარდა ქვედა ლიგაში .მოკლედ ამით მაინც შევალთ ისტორიაში,თან თუ გავიდა ჯგუფში….მარა ეს უკვე ბამდვილი სასწაული იქნება :D დავიჯერებ სასწაულის არსებობის.ხუმრობა იქით იყოს და ლოკო ცოტა მაინც წამოიმართება წელში იქ ხომ პირველ ეტაპზე მონაწილე გუნდებსაც რაღაც მიზერული თანხა დაერიცხება.
qomagi
02 ნოემბერი 2022 18:44
2
ნუ აკნინებთ ლოკოს შედეგს კომენტარით და ლაიქებით და ნუ უძებნით ასეთი შედეგის გამარტლებას ცუდი დონით რა დონეც არ უნდა იყოს სულ რო უბნის ჩემპიონატი ეს არის გმირონა კაი 1 2 თამაში გაგიმართლოს მარა ფინალამდე? ანუ დონე რო მოგწონდეთ მარტო ეროვნული ლიგის უნდა გავიდეს? ინგლისში პრემიერლიგის 2012-2013 სეზონში გავარდნილმა უიგანმა თასის ფინალი სიტის მოუგო ამიტო სანამ დაწერთ არ ვაკნინენ და გააგრძელებთ სიტყვა მაგრამით ეგ უკვე დანინებაა
ნოდო
02 ნოემბერი 2022 18:01
6
ერთმანეთთან კოჭის გაგორება,თვალებში ნაცრის შეყრა
SS
02 ნოემბერი 2022 17:59
1
ვაი თქვენ პატრონს. ეს არის ჩვენი ფეხბურთის დონე
ქართველი
02 ნოემბერი 2022 17:08
1
ანუ ლონომოტივის ძირითადი გუნდიდან არავის არ იმატებდნენ და ისე გავიდნენ ფინალში ??
bejo
02 ნოემბერი 2022 16:55
0
ვულაცავ ლოკო ორს. ეს უდიდესი წარმატებაა ლოკომოტივისთვის და ამ ბავშვებისთვის მათ უკვე საკუთარ თავს გადაახტნენ და ეს უკვე დიდი გამარჯვებაა. მაგრამ კლასში და ფეხბურთელების დონეს შორის ასიმეტრიული განსხვავებაა ტორპედოსა და ლოკოს შორის, პლიუს ტიტულს მოწყურებული ქუთაისელები ვფიქრობ
ასტროლოგიურ ანგარიშს დაუფიქსირებს ფინალში ლოკო ორს.
Charley
02 ნოემბერი 2022 16:55
1

სიახლეები პოპულარული