ფეხბურთი

ტრანსფერი

ლევანდოვსკი პსჟ-ში? პოლონელი შესაძლოა პარიზში გადაბარგდეს

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენმა" კილიან მბაპეს გუნდიდან შესაძლო წასვლის გამო შემცვლელის ძიება დაიწყო.

პარიზელების სახელს სხვადასხვა ფეხბურთელს უკავშირებენ, პრესაში გავრცელებული ჭორების თანახმად კი, ფრანგები მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდით, რობერტ ლევანდოვსკით ინტერესდებიან. ამ ინფორმაციას GFFN-იც ადასტურებს.

შეგახსენებთ, კილიან მბაპეს თაობაზე "ბლანკოსის" ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებები დაიწყო. ფლორენტინო პერესმა შემტევის სანაცვლოდ ნასერ ალ-ჰელაიფს 160 მილიონი შესთავაზა, თუმცა პსჟ-ის ხელმძღვანელობა უარზეა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით