თურქეთთან საკუთარ მოედანზე მოგებული ამხანაგური მატჩის (2:1) პირველ ტაიმში პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
პოლონეთის ეროვნული გუნდის სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელმა იაცეკ იაროშევსკიმ განაცხადა, რომ ლევანდოვსკიმ ბარძაყის ტრავმა მიიღო, სრულფასოვნად ვარჯიშს 3-4 დღის შემდეგ დაიწყებს და 16 ივნისს ევროპის ჩემპიონატზე პირველ ტურში ნიდერლანდებთან თამაშს ვერ შეძლებს.
სავარაუდოდ, რობერტი თავის ნაკრებს მეორე ტურში, 21 ივნისს, ავსტრიასთან დაპირისპირებისას დაეხმარება.