"მბაპეს ჩემი ტრანსფერი პსჟ-ში სურდა, თუმცა ვუთხარი, რომ მხოლოდ მადრიდის "რეალში" მინდოდა" - აურელინ ჩუამენი

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველმა აურელინ ჩუამენიმ მადრიდის "რეალში" სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ძალიან ბედნიერი ვარ "თეთრებში" გადმოსვლით. ვფიქრობ, მსოფლიოს საუკეთესო გუნდში მოვხვდი".

ჟურნალისტის კითხვაზე, გრძნობდა თუ არა ჩუამენი ზეწოლას პსჟ-სგან, ფრანგმა მარტივად უპასუხა:

"როდესაც შეთავაზებას მადრიდის "რეალისგან" იღებ, სხვა ვარიანტს არც განიხილავ. კილიანმა მკითხა, მინდოდა თუ არა "პარი სენ ჟერმენში" თამაში, მაგრამ ვუთხარი, რომ ერთადერთი გუნდი, სადაც თამაში მინდოდა, მადრიდის "რეალია". მბაპემ მშვენივრად გამიგო. როგორც კი მადრიდელთა შემოთავაზების შესახებ შევიტყვე, აგენტს ვთხოვე, რომ ტრანსფერი რაც შეიძლება სწრაფად
დაეხურა".  

შეგახსენებთ, ჩუამენი მადრიდულ გუნდს 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ ფრანგული "მონაკოდან" შეუერთდა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული