"მილანი" დიბალას გადაბირებას ცდილობს

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "მილანი" პაულო დიბალათი ინტერესდება.

წყაროს თანახმად, არგენტინული მხარე ორივე მილანურ გუნდთან მოლაპარაკებას აწარმოებს. როგორც ცნობილია, შორეული პერსპექტივიდან "როსონერისთან" შეთანხმება უფრო რეალურად მოჩანს.

შეგახსენებთ, პაულო 2015 წელს "პალერმოდან" "იუვენტუსს" შეუერთდა, წელს კი "ბიანკონერი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული