ნეიმარით ლონდონის "ჩელსი" ინტერესდება

AutoSharing Option
ნეიმარით ლონდონის "ჩელსი" ინტერესდება.

როგორც Sky Sport Deutschland-ი წერს, "არისტოკრატების" მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი ბრაზილიელის თამაშით დიდი ხანია მოხიბლულია. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზული გუნდის ხელმძღვანელობას "სელესაოს" ლიდერის გასხვისება სურს, ლონდონელებს კი კაშკაშა ვარსკვლავის დამატება შეუძლიათ.

გუნდებისთვის ერთადერთ პრობლემას ფინანსური გარიგება წარმოადგენს. სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი დიდ ანაზღაურებას ითხოვს, რაც რაღაც მხრივ მაინც, მის მიმართ ინტერესს უკუაგდებს... ამ მომენტისთვის "ლურჯებსა" და პსჟ-ის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები არ დაწყებულა.

შეგახსენებთ, ადრე დაიწერა, რომ ბრაზილიელი საკუთარმა გუნდმა "ბარსელონასაც" შესთავაზა. ბრიტანულ პრესაში ხშირად შეხვდებით სიახლეს შემდეგი
შინაარსით - თუ კრიშტიანო რონალდო "წითელ ეშმაკებს" დატოვებს, "მანჩესტერ იუნაიტედი" ნეიმარს გაიფორმებს.

"სელესაოელის" მიმართ დიდი ინტერესია. შეიცვლის გუნდს თუ დარჩება, დრო გვაჩვენებს. ფაქტი ერთია, წინ ცხელი ზაფხული და არაერთი მეგატრანსფერი გველოდება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული