რონალდო მადრიდის მეორე მხარეს? - 15 ივლისის სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" მადრიდის "რეალს" ლეროი სანე შესთავაზა. მადრიდელები ჯერ ფეხბურთელების გასხვისებით არიან დაკავებულნი და მოთამაშეთა დამატებაზე არ ფიქრობენ. სანეს კონტრაქტი 2025 წელს ეწურება. გასულ სეზონში გერმანელმა ბუნდესლიგაში 32 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 7 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემა ფიქსირდება.

ბრაზილიურმა "ბოტაფოგომ" "რეალს" 18 წლის მათეუს ნასიმენტოს კანდიდატურა შესთავაზა. ახალგაზრდა ფორვარდს ზედმეტსახელად პატარა კავანის უწოდებენ. ჟურნალისტ სამუელ პეინის ცნობით, ფლორენტინო პერესი მზადაა ნიჭიერი შემტევი გაიფორმოს. ნასიმენტოს გამოსასყიდი 50 მილიონ ევროს შეადგენს.

მადრიდის "ატლეტიკო" და მიუნხენის "ბაიერნი" კრიშტიანო რონალდოსთვის იბრძოლებენ. ESPN-ის ცნობით,
ჩელსიმ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის დამატებაზე უარი განაცხადა. "იუნაიტედის" მოთამაშეს ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა სურს, ამ მიზეზით კი არაბული გუნდის შეთავაზება დაბლოკა. გასულ სეზონში რონალდო მანკუნიანელთა გამორჩეული მოთამაშე იყო, ყველა ტურნირზე ჯამში 38 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

იტალიური "რომა" პაულო დიბალას დამატებას ცდილობს. ფეხბურთელი პირადად ჟოზე მოურინიოს სურს. "დედაქალაქელები" არგენტინელს 4-წლიან კონტრაქტს და ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს სთავაზობენ. "იუვენტუსის" ყოფილი მოთამაშის დამატება "ინტერს" სურდა, თუმცა ლუკაკუს იჯარით აყვანის შემდეგ მოლაპარაკებები შეწყდა. დიბალა ამჟამად თავისუფალი აგენტია.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული