ენცოზე ვაჭრობა დაიწყო - "ლივერპულის" 100-მილიონიან წინადადებაზე "ბენფიკას" ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა

AutoSharing Option
"ლივერპულს" ენცო ფერნანდესის ყიდვა სურს.

პორტუგალიელი ჟურნალისტის, პედრო ალმეიდას ცნობით, მერსისაიდულმა გუნდმა "ბენფიკას" 21 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა "არწივებმა" ინგლისური მხარე უარით გაისტუმრა.

როგორც ცნობილია, "ბენფიკას" ხელმძღვანელობა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ნახევარმცველს 120 მილიონ ევროდ გაყიდის, "ლივერპულთან" ერთად ფეხბურთელით "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაით რა აცალეთ ცოტა და დააკვირდით რას იზამს, ეგრე ხამეს როდრიგესმა იფრინა 2014-ის მსოფლიოზე და მიახტა რეალი და იყიდა, მერედა რაში გამოადგა?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული