უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

იუპ ჰაინკესი: პსჟ "რეალს" სჯობდა, რონალდოს კი ხანდახან უმართლებს

AutoSharing Option
"ბაიერნის" მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა" ჩემპიონთა ლიგაზე "რეალისა" და პსჟ-ს მატჩი ასე შეაფასა:

"ამ შეხვედრამ დაადასტურა, რომ რონალდო ნეიმარზე უკეთესი ფეხბურთელია? ვფიქრობ, ეს ცოტა ზედაპირულია. ხანდახან ნამატჩევს საფეხბურთო ექსპერტების მოსმენა საინტერესოა. როგორც წესი, ისინი გამარჯვებულებზე საუბრობენ.

ვფიქრობ, პსჟ-მ 83 წუთი კარგად ითამაშა. მათ ძალიან კარგი ტაქტიკური გეგმა ჰქონდათ. პარიზელები სჯობდნენ მადრიდელებს. თუმცა, ბოლოს გატყდნენ. რა თქმა უნდა, რონალდო ექსტრაორდინალურია. ხანდახან უმართლებს და ბურთი მუხლით, მუცლით და კიდევ რაღაც - რაღაცებით გააქვს".