ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი: "ბარსელონამ" "ჩელსი" უპრობლემოდ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე დაამარცხა "ჩელსი" (3:0) და მეოთხედფინალში ზედიზედ მეთერთმეტედ გავიდა, რაც რეკორდია.

პირველი მატჩის ფრედ (1:1) დასრულების შემდეგ "არისტოკრატები" მძიმე ამოცანის წინაშე იდგნენ - სტუმრად კატალონიაში ან უნდა გაემარჯვათ ან 1:1-ზე უფრო დიდი ანგარიშით დაესრულებინათ შეხვედრა ფრედ.

128-ე წამზე ანგარიში მესიმ გახსნა და ეს მისი ყველაზე სწრაფი გოლია კარიერაში, ხოლო მე-20 წუთზე დემბელემ დალაშქრა კურტუას კარი (უსმანმა პირველი გოლი გაიტანა ბარსაში) და სტუმრებს ფაქტიურად საქმე მოუთავა.

მიუხედავად ამისა, ლონდონელები არ დანებდნენ, აქტიურად შეუტიეს, მომენტებიც
ჰქონდათ, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ალონსომ საჯარიმოდან ძელს გაარტყა ბურთი.

მეორე ტაიმში "ჩელსიმ" დიდი ძალებით შეუტია, 49-ე წუთზე საჯარიმოში პიკესთან კონტაქტისას ალონსო წაიქცა, მაგრამ სლოვენიელმა მსაჯმა დამირ სკომინამ ჩათვალა, რომ თამაშის წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

მე-60 წუთზე კი გოლი ისევ მესიმ გაიტანა და ყველაფერი დასრულდა. ეს მისი მე-100 გოლია ჩემპიონთა ლიგაზე. მასზე მეტი გოლი მხოლოდ "რეალის" თავდამსხმელ რონალდოს აქვს გატანილი (117).

ტყუილად როდი გაშალეს გულშემატკივრებმა უზარმაზარი ბანერი, რომელზეც ეწერა:"ღმერთო, დაიფარე მეფე".

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალების წილისყრა 16 მარტს ნიონში გაიმართება. შეგახსენებთ, მეოთხედფინალში "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "იუვენტუსი", "რეალი", "რომა", "სევილია", "ბაიერნი" და "ბარსელონა" გავიდნენ.

ბარსელონა - ჩელსი 3:0
ბარსელონა. "ნოუ კამპი". 97 183 მაყურებელი
გოლები: 1:0 მესი (3), 2:0 დემბელე (20), 3:0 მესი (63)

ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი, პიკე , ალბა, უმტიტი, ინიესტა (პაულინიო 56), რაკიტიჩი, ბუსკეტსი (გომეში 61), სერხი, მესი, სუარესი, დემბელე (ვიდალი 67)
ჩელსი (4-5-1): კურტუა, ასპილიკუეტა, ალონსო, რუდიგერი, კრისტენსენი, ფაბრეგასი, ვილიანი, მოზესი (ძაპაკოსტა 67), აზარი (პედრო 82), კანტე, ჟირუ (მორატა 67)
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს ჟურნალისტები ხომ ჰაერში დაფრინავენ უარესები კიდევ რეპორტაჟების წამყვანები არიან, თავიანთი ,,აი მარცხნივ უნდა გაეკეთებინა გადაცემა, აი მეკარემ მაგარი სეივი გააკეთა, აი წაიკითხა პასი, აი ის იქ თამაშობდ ახლა აქ თამაშობს, კაროჩე დაგვაწყვიტეს თავიანთი მითომ მცოდნეობით ნერვები, ბიჭო მიჰყე თამაშის მიმდინარეობას თქვენი აზრები ვის რაში აინტერესებს, ამიტომაცაა,რომ მეტი წილი ხალხი რუსულ არხებზე უყურებს ფეხბურთს.** რაა ბიჭო ,,წაიკითხა** რაა თხა და გიგოა, რაა ბიჭო სეივი, რაა ბიჭო გაისროლა-დაარტყა დაარტყა შტერო, არ დაბლოკოთ ეს მარტო ჩემი აზრი არაა
დათო
15 მარტი 2018 13:09
1
ხალხო იყუჩეთ და დატკბით ამ "არანორმალურის"მიერ შესრულებული ფეხბურთის ყურებით,თორემ მერე ბევრჯერ მოგვენატრება ამის ყურება ლაივში. პ.ს.თუმცა ასეც და ისეც მაინც მოგვენატრება.მაგრამ მაინც იყუჩეთ.
DUDA
15 მარტი 2018 12:33
1
დღევანდელი ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას,რომ გადაახვიოთ და ახლიდან უყუროთ თამაშს,მაგრამ უყუროთ საღი გონებით.ბარსამ ჩელსის შესთავაზა სწორედ ის თამაში რითაც სწორედ ჩელსი გამოირჩეოდა,როცა "მაგარი"ჩელსი იყო,ოღონდ ბარსას დიდი უპირატესობა ისაა,რომ დღეს საფეხბურთო სამყაროს ყავს ერთი ფანტასტიკური ფეხბურთელი და ის თამაშობს სწორედ ამ გუნდში. პ.ს.რაც შეეხება მსაჯებს,ეს დღევანდელი მსოფლიო ფეხბურთის პრობლემაა და ალბათ მალე მთლიანად მსოფლიოში ტექნოლოგიების გამოყენებას წინ ვერაფერი დაუდგება.
sake
15 მარტი 2018 12:14
0
"49-ე წუთზე საჯარიმოში პიკესთან კონტაქტისას ალონსო წაიქცა, მაგრამ სლოვენიელმა მსაჯმა დამირ სკომინამ ჩათვალა, რომ თამაშის წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია"
effe
15 მარტი 2018 12:01
0
ჯერ რა სათაურია და თუ არ გიყურებიათ თამაშისთვის ის დაწერეთ და თუ უყურეთ და ვერ გაიგეთ ვერაფერი მაშინ ჯობია სხვა არხზე გადართოთ.ასეთი შემფასებლები რო ხართ იმიტომაა ქართული ფეხბურთი კარგ დღეში. თამაშს რაც შეხება, ვერ ვიტყოდი რო უპრობლემოდ მოუგეს ჩელსის. ჩემდა გასაკვირად ჩელსი კარგად გამოიყურებოდა და ბევრ მომენტში უკეთესად თამაშიც მართებდათ. იყო მსაჯის შეცდომებიც რა თქმა უნდა და ისეტიც,რომელიც თამაშზეც იქონიებდა გავლენას. უკვე ფეხბურთი მარაზმშია ჩაფლული. რა შეიძლება გაკეთდეს მსაჯების დასასჯელად? ფაქტია უეფა არაფერს აკეთებს. ერთი რჩება,რომ გუნდმა თამაში მიატოვოს და ასე გამოუცხადოს პრტესტი. ლამპარდის არ ჩათვლილი გოლის მერე 8 წელი გადის და შეიცვალა რამე,აქ სწორად აღნიშნეს,რომ შარშან რეალი ძალით გათრიეს ბაიერნთან,უფრო მეტიც ატლეტიკოსთანაც საჭირო დრო დაუმატეს და გუშინ ბარსას უჯიგრეს. ინგლისელები ღირსები არიან რას უშვებიან ლივერპულს მსაჯები და ალბათ აქ მანჩესტერთან თამაშის მერე იტყოდნენ ლივერპულმა უშანსოდ წააგო არადა 2 პენალტი არ დაიდო და მინიმუმ 2 წითელი არ უჩვენა მანჩესტერის ფეხბურთელებს. ანალოგიურ სიტუაციაში სიტისთან მანე გაგდეს და ვერტონთან,ტოტენჰემთან პენალტები დაუდეს საწინააღმდეგოდ. შეგაძულებენ ფეხბურთს ცალკე უეფა და ცალკე ქართველი სპორტულ ჟურნალისტთა დიდი ნაწილი. თუ ფანი ხარ რომელიმე გუნდის და ობიექტურობა არ გამოგდით წაით სხვა საქმე ნახეთ. ყველა გუნდის გულშემატკივარი იმსახურებს პატივისცემას და უაზრო კომენტარებით არ შეილება მოხსენიება რომელიმე გუნდის. მერე ვიღაცას თავი გაუტეხესო იტყვიან
გიო
15 მარტი 2018 10:57
0
ბარსას ფანის დაწერილი სტატია როა მაინც ეტყობა.
ქუთაისელი
15 მარტი 2018 09:57
1
კარგი იქნებოდა დაგეწერათ, რომ მე- 20 წუთზე დემბელეს მიერ გატანილ გოლში, დიდი წვლილი მიუძღვის "სუპერ-ტოპ"-ს, როგორც კონტემ უწოდა. :)
გიორგი
15 მარტი 2018 09:29
1
შარშან პსჟ, დღეს ჩელსი. არ მახსენდება ბარსელონას კარში დადებული პენალტი. მერე უკვირთ ან სწყინთ, რატომ ამბობენ რომ რეალს და ბარსელონას, როგორც ათეულობით წლით ადრე, ახლაც მსაჯების დახმარებით იგებენ და სერიოზული ხალხი უდგათ უკან, მარტო იგივე ბარსელონა ფეხბურთელებით, მწვრთნელით და პრეზიდენტით არ შემოიფარგლება. შარშან რეალი რომ გაათრიეს ბაიერნთან ფეხბურთის სირცხვილი იყო. ფეხბურთს კლავენ. რამე უნდა იღონოს უეფამ. მაგრამ ალბათ უეფაც არის კორუბციის ბუდე.
12345
15 მარტი 2018 01:57
13
სერიოზულ კორუბციაშია ფეხბურთი ჩაფლული. ეს უკვე აუტანელი ხდება.
....
15 მარტი 2018 01:52
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული