უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

პეპ გვარდიოლა: ახლა ჩვენი 1/2 ფინალში გასვლა არავის არ სჯერა

AutoSharing Option
"ლივეპულთან" ჩემპიონთა ლიგის ნამატჩევს "მანჩესტერ სიტის" მენეჯერს პეპ გვარდიოლას დანა პირს არ უხსნიდა და მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

"მომენტები ვერ შევქმენით, რადგან მოწინააღმდეგე ღრმად იყო დაცვაში ჩამდგარი. ერთი გოლის გატანა გვესაჭიროებოდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.

ახლა ჩვენი 1/2 ფინალში გასვლა არავის არ სჯერა. ჩვენ საწინააღმდეგოს დამტკიცებას შევეცდებით. მე ჩემი გუნდის იმედი მაქვს. ჩემმა ბიჭებმა ამ სეზონში ბევრი რამ დაამტკიცეს. წინ 90 წუთი გვაქვს".

საპასუხო შეხვედრა 10 აპრილს "ეტიჰადზე" ჩატარდება.
ასევე დაგაინტერესებთ