გვარდიოლამ პრემიერლიგის ფინიშზე ისაუბრა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის დასკვნით ნაწილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნებისმიერ სცენარს ელოდება.

"ყველაფერი შეიძლება მოხდეს. "ლივერპულმა" ბოლო მატჩებში ქულები დაკარგა და ეს ამბავი ჩვენც შეიძლება შეგვემთხვეს, "არსენალსაც", რადგან სამივე გუნდს რთული შეხვედრები გველოდება. ჩვენთვის "ფულჰემსა" და "ტოტენჰემთან" გასვლითი თამაშები ადვილი არ იქნება. 

"დიახ, საკმაოდ დიდი შესვენება გვაქვს, მაგრამ დასვენებას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაშს ვარჩევდი, თუმცა ახლა დამატებითი დღეები გვაქვს აღდგენისთვის და მოსამზადებლად. წინ რამდენიმე ფინალი გველოდება", - განაცხადა პეპმა. 

ინგლისის ჩემპიონატის დასრულებამდე 3
ტურია დარჩენილი, თუმცა "მანჩესტერ სიტის" 1 მატჩი რეზერვში აქვს და "ქალაქელები" ლიგის ბოლო ოთხ თამაშს "ვულვზთან", "ფულჰემთან", "ტოტენჰემსა" და "ვესტ ჰემთან გამართავს. ამჟამად პრემიერლიგის ცხრილის სათავეში 80 ქულით "არსენალი" გახლავთ, რომელსაც 35 მატჩი აქვს ჩატარებული. 34 შეხვედრაში მოპოვებული 79 ქულით "სიტი" მეორე ადგილს იკავებს. "ლივერპული" 75 ქულით მესამეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
შარშან არსენალმა გაფლანგა ქულები დაწინაურებული რომ იყო და სიტი გახდა ჩემპიონი, წელს პირიქით მოხდება, სიტი წაიფორხილებს(ტოტენჰემთან დაკარგავს ქსელებს) და არსენალი გახდება ბოლო ტურში ჩემპიონი✌️
ქომაგი
08:42 30-04-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული