უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ლუკას ვასკესი: ნაღდი პენალტი იყო

AutoSharing Option
"იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგის ნამატჩევს "რეალის" ნახევარმცველმა ლუკას ვასკესმა განაცხადა, რომ მეჰდი ბენატიამ წააქცია და მსაჯმა სამართლიანად დანიშნა თერთმეტმეტრიანი:

"შეტევა კროოსმა დაიწყო, რონალდომ ბურთი დამიგდო, უკვე მზად ვიყავი გოლის გასატანად და მცველმა წამაქცია - ნაღდი პენალტი იყო. მეტოქე გუნდის ფეხბურთელები რომ პროტესტს აცხადებდნენ, ეს ნორმალურია".