38 წლის ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა "რეალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "ტვიტერით".
რომანოს მტკიცებით, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მოდრიჩი "რეალში" კიდევ ერთი წელი დარჩება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხორვატმა სხვა კლუბების წინადადებები უარყო.
მოდრიჩი "სამეფო გუნდში" 2012 წლიდან თამაშობს, გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 46 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, Transfermarkt-ის მიხედვით კი, მისი ფასი 8 მილიონი ევროა.