უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"ატლეტიკოს" პრეზიდენტი: ვიდეოგამეორებამდე ერთი პრობლემა იყო, ახლა - ორია

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან" ნამატჩევს VAR-ი გააკრიტიკა.

70-ე წუთზე მსაჯმა ფელიკს ცვაიერმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ ალვარო მორატას გოლი არ ჩათვალა. მან მიიჩნია, რომ ბურთის გატანის მომენტში მცველ ჯორჯო კიელინის ეუხეშნენ. ამის შემდეგ სერესომ ლოჟა დატოვა და თამაშს გასახდელში უყურა.

ტელეარხ Movistar+-ის ჟურნალისტი მონიკა მირჩანტე ამბობს, რომ სერესო ხანდახან გასახდელიდან გამოდიოდა და ნეგატიურ კომენტარებს აკეთებდა.

"ნება მომეცით გითხრათ, ეს სირცხვილია. ვიდეოგამეორებამდე ერთი პრობლემა იყო, ახლა - ორია", - განაცხადა სერესომ.



ასევე დაგაინტერესებთ