ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: ალეგრის უნდოდა მადრიდშივე მოეთავებინათ საქმე და 0:2 წააგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "ატლეტიკომ" 2:0 მოუგო "იუვენტუსს".

შეხვედრის წინ "იუვეს" მწვრთნელმა ალეგრიმ თქვა, რომ "ატლეტიკო" ძლიერი გუნდია, მისი გუნდის უპირატესობა კი  რონალდოა და მადრიდშივე უნდა მოეთავებინათ საქმე. ცნობისათვის, ევროტურნირებზე ბოლო 12 საშინაო მატჩიდან როხიბლანკოს 8 ჰქონდა მოგებული და 4 ფრედ დასრულებული.

პირველი ტაიმი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, მომენტები ცოტა შეიქმნა და უგოლოდ დასრულდა.

68-ე წუთზე დიეგო კოსტა მორატამ შეცვალა, რომელმაც ბურთი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა მიიჩნია, რომ კიელინიზე მან თამაშის წესები დაარღვია და გოლი არ ჩათვალა. თუმცა, მალე
ხიმენესმა მაინც დალაშქრა შესნის კარი, შემდეგ გოდინის დარტყმული ბურთი რონალდოსგან რიკოშეტით ისევ "იუვეს" კარის ბადეში აღმოჩნდა და სიმეონეს გუნდმა 2:0 გაიმარჯვა.

ცნობისათვის, პლეი-ოფის პირველ მატჩში ასეთი ანგარიშით დამარცხების შემდეგ "ბებერი ქალბატონი" არასოდეს არ გასულა შემდეგ ეტაპზე.

დიეგო კოსტამ და პარტიმ მორიგი ყვითელი ბარათები მიიღეს და 12 მარტს საპასუხო შეხვედრას გამოტოვებენ.

მადრიდი. "ვანდა მეტროპოლიტანო". 67 193 მაყურებელი
ატლეტიკო - იუვენტუსი 2:0
გოლები: 1:0 ხიმენესი (78), 2:0 გოდინი (83)

ატლეტიკო: ობლაკი, ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, ლუისი, საული, პარტი (ლემარი 71), როდრი, კონტე, კოსტა (მორატა 68), გრიზმანი

იუვენტუსი: შესნი, დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, სანდრო, ბეტანკური, პიანიჩი, მატიუიდი (კანსელუ 85), დიბალა (ბერნარდესკი 80), მანჯუკიჩი, რონალდო

altრონალდო თავს იმშვიდებს: მე ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ მოვიგე, "ატლეტიკომ" - ვერც ერთხელ

მკითხველის კომენტარები / 16 /
ასეთი თამაშით იუვენტუსი ჯობია ვერ გავიდეს უარესად შერცხვება ...
აკაკი
07:38 22-02-2019
0
კარქით რა რას ბოვშობთ ატლეტიკო გავა? არ არსებობს იუვე სახლში ძალიან ძლიერია და გააფარჩაკებს
ფენომენო
00:11 22-02-2019
2

სიახლეები პოპულარული