ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: რონალდოს ჰეთ-თრიკს მესიმ დუბლით და 2 საგოლე გადაცემით უპასუხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 მარტს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე 5:1 მოუგო "ლიონს" და მეოთხედფინალში გავიდა.

პირველ ტაიმში ერთი გუნდი თამაშობდა, მეორე კი თამაშში ხელის შეშლას ცდილობდა და მესის ორი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ დენაიერმა საკუთარ საჯარიმოში სუარესი წააქცია, პენალტი კი მესიმ გამოიყენა, ხოლო 31-ე წუთზე სუარესმა კოუტინიოს გაატანინა გოლი.

ეტყობა, "ბარსამ" საქმე მოთავებულად ჩათვალა, მეორე ტაიმის დასაწყისში მოეშვა და გოლიც გაუშვა, რამაც შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა. თუმცა, მხოლოდ დროებით - ამის შემდეგ კატალონიურმა გუნდმა სამჯერ დალაშქრა გორჟლენის კარი და დამსახურებულად გავიდა
1/4-ფინალში.

ბლაუგრანა ზედიზედ მეთორმეტედ გავიდა მეოთხედფინალში, რაც რეკორდია.

მესიმ მიმდინარე სეზონში 36-ე გოლი გაიტანა, მას 11 სეზონის განმავლობაში ზედიზედ 35 და მეტი გოლი გააქვს.

ბარსელონა. "ნოუ კამპი". 92 346 მაყურებელი
ბარსელონა - ლიონი 5:1
გოლები: 1:0 მესი (18, პენ), 2:0 კოუტინიო (31), 2:1 ტუსარი (58), 3:1 მესი (78), 4:1 პიკე (81), 5:1 დემბელე (86)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, რობერტო (სემედო 83), პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, არტური (ვიდალი 74), კოუტინიო (დემბელე 70), მესი, სუარესი

ლიონი: ლოპეში (გორჟლენი 34), მარსალი, დენაიერი, მარსელო, დიუბუა, ნ'დომბელე, ტუსარი, მენდი (კორნე 77), ფეკირი, დეპაი (ტრაორე 73), დემბელე

alt"მცველი ბურთს ამ დრომდე ეძებს" - ნახეთ ჩემპიონთა ლიგის "დღის გამორჩეული მომენტი" [VIDEO]

altჩემპიონთა ლიგის ყველა 1/4-ფინალისტი გაირკვა - კენჭისყრა 15 მარტს გაიმართება

მკითხველის კომენტარები / 22 /
მესი თუ რონალდო? ვინც მესი, ლაიქი...:)
გამოკითხვა
14 მარტი 2019 02:20
9
მესი!!!!!! რა თქმა უნდა. არ ვაკნინებ რონალდოს. ორი ჯადოქარი!!!!!! ორი მონსტრი!!!!!
ნონა
14 მარტი 2019 08:36
1
Messi vs Ronaldo სანახაობას ვითხოვთ. ბარსა-იუვე რამდენს გვინდა?
აზრი
14 მარტი 2019 02:16
1
მთელი ესპანეთი დანაყა იუვემ და ბარსელონასაც მიაყოლებს. თუ იუვე და ბარსელონა შეხვდნენ. ტერმინატორები თამაშობენ იუვეში და 90 წუთი არ დაღლილან ერთი ამოსუნთქვით მოიგეს.
123
14 მარტი 2019 09:56
13
მართლა რა მაგრები არიან ორივენი. დაბერდნენ ტიპები და მაინც ამათ გარშემო ტრიალებს მთელი საფეხბურთო სამყარო.
მოდრიჩი არა კვახი
14 მარტი 2019 09:01
0
კატეგორიულად ამოიღეთ სიტყვა "დაბერდნენ", ასეთი მონსტრები არასოდეს "ბერდებიან".
გია1
14 მარტი 2019 10:23
0
გუშინ დავწერე ბარსა ფორით მოიგებს მეთქი, მესი მაგარია
irakli
14 მარტი 2019 09:11
1
ამ შემთხვევაში რონალდუ,რადგან ატლეტიკოს 0-2 ამოუქაჩო ნამდვილი ფანტასტიკაა.ისე ერთმანეთთან ჯანსაღი კონკურენციის გამო ინარჩუნებენ სტიმულს და თავდაუზოგაბად შრომობენ და ჩვენ კი უმაღლესი დონის ფეხბურთს გვაჩვენებენ.დიდება ლეოს და კრიშტიანოს.
ჩემი აზრით.........
14 მარტი 2019 09:40
4
რეალი და დიდი გუნდები არასოდეს დაინგრევა ერთი ფეხბურთელის გაშვებით...მის ადგილს სხვა ჩაანაცვლებს ადრე თუ გვიან და შეილება უკეთესადაც კი.....
აკაკი
14 მარტი 2019 11:49
1
ლიონის კარში რა პენალტი დადეს, ყვითელი უნდა მიეცათ სუარესისთვის სიმულაციისთვის. არავინ იცის მერე რა მოხდებოდა.
123
14 მარტი 2019 10:01
15
გია თუ გგონია რონალდო ფანი ვარ ცდები კი გეთანხმები სიმულიანტობდა და იგივე აზრია ვიყავი მაგრამ ბარსელონას ორი მსახიობი გყავთ სუარესი და ბუსკესი ჭიტა კიდევ გყავდათ რივალდო...რეალს კაზემირო,რამოსიც ვერ გაუდზლებს ხოლმე ცდუნებას,თუ გაინტერესებს მე ზიდანის ფეხბურთი მომწონდა და დღემდე მომწონს რა მესი რა რონალდო ნამდვილი ლიდერი მოედანზე და მოედნის გარეთაც ზიდანი იყო არის და იქნება....
აკაკი
15 მარტი 2019 07:01
1
აკაკი-ს მე პირადად არ მომწონს ზიდანი, მესის კი შეეშვით, დაანებეთ თავი. წახვალთ წამოხვალთ მიადგებით მესის. გინდა გითხრა რატომ? იმიტომ, რომ ყველას ერთად აღებულს ამ "თაიგულებს" ყველაფრით სჯობნის, ნუ როგორც ფეხბურთელი უბრალოდ გენიოსი! თავდაბალი, არა აქვს წარმოდგენა თავის თავზე, ზოგიერთებისგან განსხვავებით. ამ თვისებებით არის, რომ ყველას უყვარს ლეო.
ნონა
15 მარტი 2019 11:03
1
სუარესმა კიდევერთხელ მოიპოვა მეორე ხარისხოვანი როლის შესრულებისაათვის პენალტი....ბრავო ამასაც ნიჭი უნდა,როგორ არ მიყვარს ასეთი ტიპის ფეხბურთელები სამარცხვინიო რაც გინდა გააკეთოს შემდეგ ფასი ეკარგება...საერთოდ არ მესმის როგორ მეგობრობენ მესი და ეს სიმულიანტი ყველაფრის მკადრებელი....
აკაკი
14 მარტი 2019 11:44
5
აკაკი შენ სიმულიანტ პენალდოს მიხედე ის გირჩევნია, ნახევარი პენალტები გორაობით და მანჭვა გრეხით, რომ აქვს მონადირებული. იმიტომაც შეარქვა ხალხმა "პენალდო"
გია
14 მარტი 2019 18:26
2
არა მგონია ლიონი ატლეტიკოს საპირწონეთ გამოდგეს.თან ბარსას თითეულ ფეხბურთელში მინიმუმ 100 მილიონი აქვს გადახდილი.
უთანასწორობა
14 მარტი 2019 10:33
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული