უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ლეო მესი: რონალდომ ჯადოსნური მატჩი ჩაატარა - მეგონა, "ატლეტიკო" უფრო ძლიერი იქნებოდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონის" დამარცხების (5:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"2:1-ზე გარკვეული პერიოდი ნერვულობა მოგვიწია. თავად შევიქმენით პრობლემა. იქამდე მეტოქეს მომენტი არ ჰქონია. საბედნიეროდ, მესამე გოლი გავიტანეთ და დავწყნარდით.

ამის მერე ზონები გაიხსნა და კონტრშეტევები გამოგვივიდა.

რონალდო? ჯადოსნური მატჩი ჩაატარა. მეგონა, "ატლეტიკო" უფრო ძლიერი იქნებოდა. რონალდომ საოცრად ითამაშა, სამი გოლი გაიტანა.

კენჭისყრა? ყველა გუნდი რთულია. მაგალითად, "აიაქსი" შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. მათ არავისი არ ეშინიათ. ამ გუნდთან თამაში ყველას გაუჭირდება. ყველაზე რთულისთვის უნდა მოვემზადოთ", - ციტირებს მესის "მარკა".

ასევე დაგაინტერესებთ