ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: რონალდოს ჰეთ-თრიკს მესიმ დუბლით და 2 საგოლე გადაცემით უპასუხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 მარტს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე 5:1 მოუგო "ლიონს" და მეოთხედფინალში გავიდა.

პირველ ტაიმში ერთი გუნდი თამაშობდა, მეორე კი თამაშში ხელის შეშლას ცდილობდა და მესის ორი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ დენაიერმა საკუთარ საჯარიმოში სუარესი წააქცია, პენალტი კი მესიმ გამოიყენა, ხოლო 31-ე წუთზე სუარესმა კოუტინიოს გაატანინა გოლი.

ეტყობა, "ბარსამ" საქმე მოთავებულად ჩათვალა, მეორე ტაიმის დასაწყისში მოეშვა და გოლიც გაუშვა, რამაც შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა. თუმცა, მხოლოდ დროებით - ამის შემდეგ კატალონიურმა გუნდმა სამჯერ დალაშქრა გორჟლენის კარი და დამსახურებულად გავიდა
1/4-ფინალში.

ბლაუგრანა ზედიზედ მეთორმეტედ გავიდა მეოთხედფინალში, რაც რეკორდია.

მესიმ მიმდინარე სეზონში 36-ე გოლი გაიტანა, მას 11 სეზონის განმავლობაში ზედიზედ 35 და მეტი გოლი გააქვს.

ბარსელონა. "ნოუ კამპი". 92 346 მაყურებელი
ბარსელონა - ლიონი 5:1
გოლები: 1:0 მესი (18, პენ), 2:0 კოუტინიო (31), 2:1 ტუსარი (58), 3:1 მესი (78), 4:1 პიკე (81), 5:1 დემბელე (86)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, რობერტო (სემედო 83), პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, არტური (ვიდალი 74), კოუტინიო (დემბელე 70), მესი, სუარესი

ლიონი: ლოპეში (გორჟლენი 34), მარსალი, დენაიერი, მარსელო, დიუბუა, ნ'დომბელე, ტუსარი, მენდი (კორნე 77), ფეკირი, დეპაი (ტრაორე 73), დემბელე

alt"მცველი ბურთს ამ დრომდე ეძებს" - ნახეთ ჩემპიონთა ლიგის "დღის გამორჩეული მომენტი" [VIDEO]

altჩემპიონთა ლიგის ყველა 1/4-ფინალისტი გაირკვა - კენჭისყრა 15 მარტს გაიმართება

მკითხველის კომენტარები / 22 /
ნონას მესის არაფერს ვერჩი პირიქით ძალიან მომწონს,უბრალოდ ჩემი აზრია ზიდანთან დაკავშირებით სხვათაშორის ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ მე არც რონალდოს ვერჩი და არც მესი ორივე თავის სათქმელს მოედანზე ამბობს...
აკაკი
13:35 15-03-2019
0
გია თუ გგონია რონალდო ფანი ვარ ცდები კი გეთანხმები სიმულიანტობდა და იგივე აზრია ვიყავი მაგრამ ბარსელონას ორი მსახიობი გყავთ სუარესი და ბუსკესი ჭიტა კიდევ გყავდათ რივალდო...რეალს კაზემირო,რამოსიც ვერ გაუდზლებს ხოლმე ცდუნებას,თუ გაინტერესებს მე ზიდანის ფეხბურთი მომწონდა და დღემდე მომწონს რა მესი რა რონალდო ნამდვილი ლიდერი მოედანზე და მოედნის გარეთაც ზიდანი იყო არის და იქნება....
აკაკი
07:01 15-03-2019
1

სიახლეები პოპულარული