"იუვენტუსთან" ფრედ, 1:1 დასრულებული შეხვედრა "აიაქსის" მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა გაარჩია:
"უნდა ვაღიარო, სახლში 1:1 კარგი შედეგი არაა, რომლის იმედი შეიძლება გქონდეს, მაგრამ მაინც კარგი შედეგია.
აქ "რეალთან" 1:2 წავაგეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით. ასე რომ, ყველაფერია შესაძლებელი.
დროის უმეტესი ნაწილი ვდომინირებდით, ბურთს მშვიდად ვაკონტროლებდით და რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა.
ზიეში რამდენიმეჯერ საჯარიმოში კარგ პოზიციაზე იყო. ასეთ დროს უნდა დაარტყა.
"იუვენტუსს" სწრაფი კონტრშეტევები ეხერხება. ბურთს როგორც ვკარგავდით, სახიფათოდ გვიტევდნენ. ასე გავუშვით გოლი.
შესვენებაზე ბიჭებს მოწინააღმდეგეზე ზეწოლის გაძლიერება დავავალე, რაც მათ
შეცდომებს გამოიწვევდა. ამან იმუშავა".