უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ერნესტო ვალვერდე: გადაგვიარეს - არ ვიცი, ეს ჩემზე როგორ იმოქმედებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს "ლივერპულთან" ნამატჩევს დანა კბილს არ უხსნიდა და ესღა თქვა.

"არ ვიცი, ეს ჩემზე როგორ იმოქმედებს. ასეთ დროს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მწვრთნელმა უნდა აიღოს.

ჩვენთვის ძალიან მტკივნეული მარცხია. განსაკუთრებით, ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ზედიზედ მეორე წელია, ერთი და იგივე გვემართება.

ორი გოლის შემდეგ ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგ მოხდა. გოლი ვერ გავიტანეთ და გადაგვიარეს. ოდნავ უკან თამაში გადავწყვიტეთ, მაგრამ მეოთხე გოლის შემდეგ ყველაფერი დასრულდა.

საპასუხოდ ვერაფერი ვერ მოვიმოქმედეთ", - განუცხადა ვალვერდემ უეფას საიტს.

ასევე დაგაინტერესებთ