ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: "ლივერპულის" ლეგენდარული ქამბექი "ბარსელონასთან"! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 მაისს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "ლივერპულმა" 4:0 გაანადგურა "ბარსელონა" და ფინალში გავიდა.

პირველი მატჩის წაგების (0:3) შემდეგ "ლივერპული" თითქოს უშანსოდ იყო, მით უმეტეს, ტრავმების გამო წამყვანი თავდამსხმელები - სალაჰი და ფირმინო ვერ დაეხმარებოდნენ. თუმცა, მერსისაიდელები იხტიბარს მაინც არ იტეხდნენ და სასწაულის იმედი ჰქონდათ. მოახდინეს კიდეც.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და ორიჯიმ, რომელმაც "ნიუკასლთან" მატჩში სალაჰი შეცვალა და გოლიც გაიტანა, ანგარიში გახსნა. სტუმრებმა კი ამის შემდეგ ინიციატივა ხელთ იგდეს და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა დაიწყეს. მომენტებიც შექმნეს - მესისა და
კოუტინიოს დარტყმული ბურთები ალისონმა მოიგერია. მერე ტერ შტეგენმა რობერტსონს არ დაანება გოლის გატანა. ტაიმის დასასრულს მესიმ ალბა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ გოლკიპერმა დუელი მოუგო და "ლივერპულმა" პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

შესვენების შემდეგ რობერტსონის ნაცვლად შეცვლაზე ვეინალდუმი შევიდა და სასწაული მოახდინა - 2 გოლი გაიტანა. ის შეცვლაზე შესული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ნახევარფინალში დუბლი შეასრულა. ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. 79-ე წუთზე კი კუთხურის ჩაწოდებისას კატალონიური გუნდის მცველებს "ჩაეძინათ" და ორიგიმ ბურთს ტერ შტეგენის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

დარჩენილ დროში "ბლაუგრანამ" თამაშის გადასარჩენად ვერაფერი მოიმოქმედა და ტურნირს გამოეთიშა.

"ლივერპული" ზედიზედ მეორედ გავიდა ამ ტურნირის ფინალში, "ბარსელონამ" კი ზედიზედ მეორედ გაანიავა პლეი-ოფში სამგოლიანი ფორა.

"ლივერპული" მეცხრედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში - უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "რეალს" (16), "მილანს" (11) და "ბაიერნს" (10) აქვთ.

კლოპი მეოთხე წელია "ლივერპულის" მწვრთნელია და მესამედ გაიყვანა ევროტურნირების ფინალში: 2016 წელს ევროპა ლიგაზე "სევილიასთან" 1:3 დამარცხდნენ, ხოლო 2018 წელს ასევე 1:3 ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან".

2013 წლის შემდეგ პირველად, ფინალში ესპანეთის ვერც ერთი გუნდი ვერ გავიდა. აქამდე ლა ლიგის გუნდებმა ზედიზედ ხუთჯერ მოიგეს ტურნირი.

მცველმა ალეკსანდერ-არნოლდმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, სულ კი ამ სეზონში ყველა ტურნირზე 14 საგოლე პასი მიითვალა - ყველაზე მეტი თავისი გუნდიდან.

სალაჰს ტრიბუნაზე მაისური ეცვა წარწერით - "არასოდეს არ დანებდე".

მეკარე ალისონმა მიჯრით მეორე სეზონში არ მისცა "ბარსელონას" შემდეგ ეტაპზე გასვლის საშუალება. შეგახსენებთ, გასულ წელს ის "რომას" ღირსებას იცავდა, რომელმაც "ბარსა" დაამარცხა (1:4, 3:0).

ლივერპული. "ენფილდი". 55 212 მაყურებელი
ლივერპული - ბარსელონა 4:0
გოლები: 1:0 ორიგი (7), 2:0 ვეინალდუმი (54), 3:0 ვეინალდუმი (56), 4:0 ორიგი (79)

ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი (ვეინალდუმი 46), ფაბინიო, მილნერი, ჰენდერსონი, მანე, შაქირი (სტარიჯი 90), ორიგი (გომესი 85)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ლანგლე, პიკე, ალბა, სერხი რობერტო, ბუსკეტსი, ვიდალი (არტური 74),  რაკიტიჩი, კოუტინიო (სემედო 60), სუარესი, მესი

altრა ხდებოდა "ლივერპულის" გასახდელში "ბარსელონასთან" მოგების შემდეგ [VIDEO]

altფაბინიო: მესი? თავს მთელი გუნდით ვიცავდით, ჩვენი სიცოცხლე მოედანზე დავტოვეთ

altლუის სუარესი: ეს ყველაფერი ამის გამო მოხდა...

altჟორჟინიო ვეინალდუმი: კლოპზე გაბრაზებული ვიყავი, რადგან სასტარტოში არ დამაყენა

altიურგენ კლოპი: ბიჭებს ვუთხარი - "ქამბექი შეუძლებელია, მაგრამ არა თქვენთვის"

altჟოზეპ ბარტომეუ: მეოთხე გოლს ვერ ავხსნი - ხვალ მოვიფიქრებთ, რა ვქნათ

altერნესტო ვალვერდე: გადაგვიარეს - არ ვიცი, ეს ჩემზე როგორ იმოქმედებს

altჟოზე მოურინიოს პროგნოზმა არ გაუმართლა და კლოპის სიდიადე აღიარა

მკითხველის კომენტარები / 81 /
სიმართლე გითხრათ არცერთის გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ ფაქტია თანამედროვე ფეხბურთი კარგად ორგანიზებულ შოუს დაემსგავსა, სადაც დიდი ფული ტრიალებს. ამ ბოლო პერიოდში იმდენი წარმოუდგენელი ქამბექი ვიხილეთ, რაც საფეხბურთო სამყაროს არ ახსოვს(ამ დონის მატჩებს ვგულისხმობ) ასე ვთქვათ ზედმეტად სისტემატიური ხასიათი მიიღო, რაც ნამდვილად კითხვის ნიშნებს ბადებს. პასუხი და არგუმენტი კი ერთია, "ფეხბურთში ყველაფერი ხდება, რადგან ბურთი მრგვალია" ერთი ქართველებისთვის არ დამრგავალებულა ჯერ. საქმე ისე მიდის მალე UEFA-ს და მის დამქაშებს ოსკარს გადასცემენ კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის.
nika
17:44 08-05-2019
8
რა არის ეს ვენდის რეკლამა რა უბედურებაა... სულ შემჯავრდა ეგ ფირმა და თქვენ საიტზეც უხალისოდ შემოვდივარ, ყოველ გადასვლაზე რამდენიმე წამი ველოდებით როდის მორჩება რეკლამა... საიტის მკითხველებიც გაგვითვალისწინეთ, შემოსავალი კი გჭირდებათ მაგრამ მკითხველის კომფორტზეც იზრუნეთ,
soso
16:22 08-05-2019
0

სიახლეები პოპულარული