მაურისიო პოჩეტინოს ფინალში ჰარი კეინის თამაშის იმედი აქვს

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" მენეჯერმა მაურისიო პოჩეტინომ "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის მომავალ ფინალზე ისაუბრა.

"ყველა ტაქტიკურ ბრძოლას ელის, მაგრამ ბევრ რამეს ემოციები გადაწყვეტს. ფინალში ჩვენ გასვლას არავინ ელოდა და ეს დამატებით ძალას შეგვმატებს. ისტორიაში შესვლის შანსი გვაქვს და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ.

კეინი ვარჯიშობს და მწყობრში ჩადგომის ბოლო სტადიაშია. არ ვიცი, შეძლებს თუ არა სასტარტოდან თამაშს, საერთოდ მიიღებს თუ არა მატჩში მონაწილეობას. ყველაფერი მოგვიანებით გახდება ცნობილი. იმედია, დახმარების ხელს გამოგვიწვდის", - განუცხადა პოჩეტინომ AS-ს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი პირველ ივნისს მადრიდში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
პირველი ივნისია ფინალის თარიღი მაისი არა ის კიდე.
Lasha
10:13 24-05-2019
0
1 ივნისს, პირველი მაისი გიწერიათ
ზურა
09:25 24-05-2019
0

სიახლეები პოპულარული