უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ლეო მესი: ბოდიში, რომ "ლივერპულთან" არ ვიბრძოლეთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ პრესკონფერენციაზე გუნდის მწვრთნელს ერნესტო ვალვერდეს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ინდივიდუალურ ჯილდოებზე არ ფიქრობს. გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდით მის ერთ ფრაზას.

"ჩვენ ბოდიში უნდა მოვიხადოთ იმის გამო, რომ ლივერპულში არ ვიბრძოლეთ და არა იმის გამო, რომ ვერ გავიმარჯვეთ.

ეს ყველასთვის ძლიერი დარტყმა იყო, მით უმეტეს იგრძნობოდა, როდესაც უნდა გავსულიყავით და შემდეგ მატჩში გვეთამაშა.

მინდა, ვალვერდემ მუშაობა გააგრძელოს. შეიძლება მოგწონთ ან არ მოგწონთ ჩვენი თამაში, მაგრამ გასულ სეზონში დუბლი შევასრულეთ და ამის გაკეთება ახლაც შეგვიძლია. დამნაშავე ის კი
არა ფეხბურთელები ვართ. ვიცოდით, შეიძლებოდა იგივე მომხდარიყო (რომასთან წაგება იგულისხმა - რედ.) და ეს მოხდა.

კარგით, ეს რომ ერთხელ მომხდარიყო, მაგრამ ზედიზედ ორჯერ მოხდა... ეს დაუშვებელია. შესაძლოა, ამაში რაღაც მისტიკურია.

მართალი გითხრათ, "ოქროს ბურთზე" არ ვფიქრობ. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გამოვედით იქიდან, რაც ლივერპულში მოხდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთ მდგომარეობაში ვარ. ამიტომ პირად ჯილდოებზე არ ვფიქრობ.

თავს უკეთ ვგრძნობ. საზარდულის პრობლემები იანვრიდან მქონდა. თუმცა, მიუხედავად ძლიერი ტკივილებისა, ყველაფერს ვაკონტროლებდი. ახლა 100%-ით მზად ვარ.

მშვიდად ვართ და ფინალისთვის ჩვეულებრივდ ვემზადებით. ამ ტურნირზე კარგი თამაშები გვქონდა და ეს დასაფასებელია.

გრიზმანის ჩვენს გუნდში შესაძლო გადმოსვლა? ამაზე ჩემს აზრს ვერ გეტყვით", - ციტირებს მესის "მუნდო დეპორტივო".

altკილიან მბაპე: მერე რა, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა - "ოქროს ბურთი" მესის ეკუთვნის

altლეო მესი მეექვსედ გახდა პრიმერას ბომბარდირი და ტელმო სარას რეკორდი გაიმეორა

altჟოზე მოურინიო: ეჭვი მეპარება, მესიმ "ოქროს ბურთი" მიიღოს

altფრენკი დე იონგს მისმა საფეხბურთო კერპმა, მესიმ დაურეკა და "ბარსელონაში" გადასვლაზე დაითანხმა

altსერხიო აგუერო: ის დამაბრალეს, რაც არ მითქვამს - "ოქროს ბურთი" მხოლოდ მესის უნდა გადაეცეს