
დროებით უმუშევარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი ალბათ, "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს.
"ეჭვი მეპარება, მესიმ "ოქროს ბურთი" მიიღოს, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ჩავარდნა ჰქონდა", - განუცხადა მოურინიომ RMC-ის.
"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ლივერპულთან" დამარცხდა, მესიმ კი მიმდინარე სეზონში 48 მატჩში 48 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა გააკეთა.