უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

უეფამ ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლური გამოაქვეყნა და სალაჰი არ შეიყვანა

AutoSharing Option
უეფას ტექნიკურმა დამკვირვებლებმა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური ნაკრები შეადგინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უეფას პრესსამსახური ავრცელებს.

სიმბოლურში გამარჯვებული გუნდის ერთბაშად 6 ფეხბურთელი შევიდა. 5 ფეხბურთელია ამსტერდამის "აიაქსიდან", 3 - ლონდონის "ტოტენჰემიდან", 2-2 - "ბარსელონადან" და "მანჩესტერ სიტიდან", ხოლო თითო - "ლიონიდან" და ტურინის "იუვენტუსიდან".

სეზონის გუნდი უეფას ვერსიით ასე გამოიყურება:

მეკარეები: ალისონ ბეკერი (ლივერპული), მარკ ანდრე-ტერ შტეგენი (ბარსელონა)

მცველები: ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული), მატიას დე ლიხტი (აიაქსი), იან ვერტონგენი (ტოტენჰემი), ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი (ლივერპული), ენდრიუ რობერტსონი (ლივერპული)

ნახევარმცველები: მუსა სისოკო (ტოტენჰემი), ჰაკიმ ზიეში
(აიაქსი), კევინ დე ბრიუნე (სიტი), ფრენკი დე იონგი (აიაქსი), ტანგი ნდომბელე (ლიონი), ჯორჯინიო ვენაილდუმი (ლივერპული), დუშან ტადიში (აიაქსი), რაჰიმ სტერლინგი (სიტი)

თავდამსხმელები: დევიდ ნერესი (აიაქსი), ლიონელ მესი (ბარსელონა), სადიო მანე (ლივერპული), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), ლუკას მოურა (ტოტენჰემი)