ჩემპიონთა ლიგის ფინალისას მოედანზე შევარდნილმა გოგონამ 2.5 მილიონი ხელმომწერი შეაგროვა [PHOTO]

AutoSharing Option
22 წლის ამერიკელი მსახიობი და მოდელი კინსი ვოლანსკი მადრიში ჩემპიონთა ლიგის ფინალისას მოედანზე შევარდა და 24 საათის განმავლობაში "ინსტაგრამზე" 2.5 მილიონი ხელმომწერი შეაგროვა, ახლა კი მიუწვდომელია.

ზოგი ამტკიცებს, რომ ექაუნთი დაბლოკა, ზოგი კი ამბობს, რომ გაუტეხეს.

ამაზე განმარტება თავად მოდელმა გააკეთა:

"როდესაც ერთ ღამეში შენი ექაუნთი 2.5 მილიონით იზრდება და მას ტეხენ... უბრალოდ გაიქეცი, კინსი.

ჩემი ცხოვრების ყველაზე გიჟური 24 საათი.

გააკეთეთ ის, რაც გაშინებთ, გამოდით კომფორტის ზონიდან. მე იმ მომენტებისთვის ვცხოვრობ, რომლებიც გულისძგერას გიჩქარებს", - წერს ვოლანსკი "ტვიტერზე".

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 14 /
კატასტროფა, გაგიჟდა სამყარო
ნინო
17:41 03-06-2019
3
ბრიტანულმა გაზეთმა დაწერა რუსი მოდელიო...
ბბს
16:19 03-06-2019
4

სიახლეები პოპულარული