მაურიციო სარი: მატჩი მოგებული გვეგონა - შედეგს მწარე გემო დაჰკრავს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკოსთან" ხელიდან გაშვებული გამარჯვების (2:2) შემდეგ "იუვენტუსის" მწვრთნელი მაურიციო სარი უხასიათოდ გახლდათ.

"ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შედეგს მწარე გემო დაჰკრავს, რადგან შეხვედრა მოგებული გვეგონა.

სტანდარტულებს მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ამაზე ვიმუშავებთ.

ვიფიქრე, ღია თამაში იქნებოდა და კუადრადო სასტარტოში ამიტომ დავაყენე. მას სისწრაფის ხარჯზე ასეთ სიტუაციებში შეუძლია ისარგებლოს.

ჩემი აზრით, კარგად ვმუშაობთ, დღეს დამუშავებული კომბინაციების ნახვის საშუალება გქონდათ", - ციტირებს სარის უეფას საიტი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული