უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

რიო ფერდინანდი: აზარი "რეალში" ცუდ დროს გადავიდა

AutoSharing Option
არ უდგას კარგი დროება "რეალს", ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 4 მატჩიდან 3 დიდი ანგარიშით წააგო და რაც ყველაზე სამწუხაროა, ჯერ პოტენციალი არ ჩანს, ხოლო სახსნელად ხმობილი ედენ აზარი არ არის რონალდოს კალიბრის ფეხბურთელი. სწორედ ამაზე ისაუბრა "მანჩესტერისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა, რომელიც ბრიტანეთის ტელევიზიაში საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს.

"როდესაც დიდ კლუბში გადადიხარ, მეტადრე ისეთში, როგორიც "რეალია", უნდა მოიპოვო იმის უფლება, იყო ის ფეხბურთელი, რომელსაც სისტემატურად აძლევენ ბურთს. აზარმა ეს უფლება ვარჯიშებზე და მატჩებისას უნდა მოიპოვოს.

განვიცდი მის ამბავს და
ვშიშობ, "რეალში" ცუდ დროს გადავიდა. ეს გუნდი ბერდება, ის მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე არ იმყოფება, ჯერჯერობით ფეხბურთელებში ნაპერწკალი არ შეინიშნება. ეს აზარზე ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში უარყოფითად აისახება", - ციტირებს ფერდინანდს Goal-ი.

ასევე დაგაინტერესებთ