"რეალს" ფაბიან რუისის შეძენა სურს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალს" "პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველის, ფაბიან რუისის შეძენა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Spanish Daily Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კარლო ანჩელოტი რუისს კროოსის სრულფასოვან შემცვლელად მიიჩნევს, სამშობლოში დაბრუნების წინააღმდეგი კი არც ფაბიან რუისია.

ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს თუ არა კლუბებს შორის მოლაპარაკებები.

შეგახსენებთ, "პარი სენ ჟერმენმა" ესპანელი ნახევარმცველი 2022 წელს "ნაპოლიდან" 21.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული