უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ჰოლანი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" 19 წლის თავდამსხმელი, ნორვეგიელი ერლინ ჰოლანი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ ეტაპზე "ბორუსიამ" პსჟ-ს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. დუბლის ავტორი სწორედ ჰოლანი იყო. პარიზელების მხრიდან კი ბრაზილიელი ნეიმარი გამოირჩა.

ჰოლანის გარდა, ჯილდოზე ნომინირებულნი იყვნენ: "ტოტენჰემ ჰოთსპურის" მეკარე უგო ლორისი, "ატალანტას" მცველი ჰანს ჰატებური და "ატლეტიკოს" მცველი რენან ლოდი.