ჰოლანი პსჟ-სთან დუბლის შემდეგ: ბევრად უკეთ შემიძლია თამაში

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "დორტმუნდმა" საკუთარ მოედანზე პსჟ 2:1 დაამარცხა, დუბლის ავტორმა ერლინ ჰოლანმა კი მოკლე კომენტარი გააკეთა.

"შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებამ გამახარა, მაგრამ ვგრძნობ, გაცილებით უკეთ შემიძლია თამაში. ამ დონეზე უკეთ ასპარეზობა მმართებს, სრულყოფისათვის ბევრი მუშაობაა საჭირო.

შედეგი საკმაოდ სახიფათოა, რადგან პსჟ ძალიან ძლიერი გუნდია. განმეორებით მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - განუცხადა ჰოლანმა BBC-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული