უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

რუმენიგე: მესიზე დევისი იზრუნებს - ის ამ სეზონში არავის დაუჯაბნია

AutoSharing Option
"ბაიერნის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე თვლის, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 19 წლის კანადელი ალფონსო დევისი "ბარსელონას" კაპიტან ლეო მესის მეურვეობას თავს წარმატებით გაართმევს.

"ალფონსომ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ბუნდესლიგის საუკეთესო ახალწვეულად სამართლიანად დაასახელეს.

თუ მესი მის ფლანგზე ითამაშებს, ალფონსო ლეოს მეურვეობაზე იზრუნებს. ეს რთული, მაგრამ საინტერესო ამოცანა იქნება. ამ სეზონში დევისი არავის დაუჯაბნია", - განუცხადა რუმენიგემ Goal-ს.

პორტალ Globe Soccer Awards-ის რეიტინგის მიხედვით, დევისი 2020 წლის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია.

"ბაიერნისა" და "ბარსელონას" მატჩი 14 აგვისტოს ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ