"ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინ კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გააკეთა:
"ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, ეს ნახევარფინალია. ვნერვიულობთ, გაგვიჭირდება. პირველ შეხვედრაში მათ უკეთ ითამაშეს. ეს კლუბები ერთმანეთის მსგავსი არიან. ყველა დიდი პატივისცემით ეპყრობა. ამ შეხვედრას ოპტიმისტურად არ ვუყურებთ, მაგრამ იმედი გვაქვს. კარში ლუნინი ჩადგება. კურტუა კარგ მდგომარეობაშია, თუმცა დრო სჭირდება".
პირველი მატჩი მიუნხენში 2:2 დასრულდა, საპასუხო კი მადრიდში 8 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
პირველი მატჩი მიუნხენში 2:2 დასრულდა, საპასუხო კი მადრიდში 8 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.