ჩემპიონთა ლიგის ფორმატი რადიკალურად შეიცვალა

AutoSharing Option
სუპერლიგის დამტკიცებამ დიდი ხმაური გამოიწვია. გუნდები, ფეხბურთელები, მწვრთნელები, გულშემატკივრები და ა.შ. აპროტესტებენ ახალ ფორმატს. მათი თქმით, ეს ყველაფერი უსამართლოა. რა თქმა უნდა, სანქციები არც უეფამ დააყოვნა და ფეხბურთელები, რომლებიც ახალ ლიგაში მიიღებენ მონაწილეობას, ეროვნული ნაკრების მაისურით საკუთარი ქვეყნის ღირსებას ევროპის ჩემპიონატსა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეღარ დაიცავენ.

ასევე, უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფორმატი ოფიციალურად შეცვალა:

ჩემპიონთა ლიგამ ფორმატი ოფიციალურად შეიცვალა. რეფორმის თანახმად, 2024/25 წლიდან მონაწილე 32 გუნდს კიდევ 4 დაემატება და გათამაშებაში მონაწილეობას 36 გუნდი მიიღებს, აღარ იქნება ჯგუფური ეტაპი და ჩემპიონთა
ლიგა ერთიანი ფორმატით ჩატარდება. მონაწილე გუნდები გარანტირებულად 10 შეხვედრას გამართავენ (5 სახლის თამაში, 5-იც გასვლა).

8 საუკეთესო გუნდი პლეი-ოფის საგზურს ავტომატურად მიიღებს, მე-9 ადგილიდან 24-ე ადგილამდე მყოფი გუნდები კი პლეი-ოფს ითამაშებენ, რათა მერვედფინალის საგზური მოიპოვონ.

თავის მხრივ, ევროპის ლიგაზე გუნდები 8 შეხვედრას გამართავენ, ხოლო კონფერენს ლიგაზე - 6-ს. ასევე სავსებით რეალურია ამ ორი ტურნირის ჩემპიონთა ლიგის მსგავს ფორმატზე გადაყვანა და მონაწილე გუნდების 36-მდე გაზრდა.





მკითხველის კომენტარები / 9 /
რაგბივით იქნება რა. ერთმანეთში ითამაშებენ და ერთმანეთს დაუკრავენ ტაშს. დანარჩენი გუნდები კი მოკვდებიან
სტალინი
16:09 20-04-2021
1
იდეა როგორც ასეთი კარგია, ერთი წუნი აქვს მხოლოდ გავარდნა-აღზევება უნდა იყოს, დანარჩენი ყველაფერი მისაღებია დღევანდელი უეფა-ფიფას შემყურე
Hit em up
13:48 20-04-2021
26

სიახლეები პოპულარული