უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ტადიჩმა "დორტმუნდს" გაუტანა, მაგრამ კინაღამ პენისის გარეშე დარჩა [PHOTO]

AutoSharing Option
ფეხბურთელი მძიმე "საწარმოო ტრავმას" გადაურჩა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "აიაქსმა" სტუმრად კაცნაკლული "დორტმუნდი" 3:1 დაამარცხა, ერთი გოლი კი ამსტერდამული გუნდის 32 წლის სერბმა ნახევარმცველმა დუშან ტადიჩმა გაიტანა. ის იმ მომენტში ძელს სასქესო ორგანოთი შეეჯახა და კინაღამ უროლოგთან ვიზიტი დასჭირდა.

როგორც ჩანს, ტადიჩს კარგი იუმორის გრძნობა აქვს და "ტვიტერზე" დაწერა: "იმედია, ძელი კარგადაა. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ, ჩემო მეგობარო".

Sportall.Ge

"აიაქსმა" ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვა პლეი-ოფის საგზური და ტადიჩის გმირული თავგანწირვა ამაო არ გამოდგა.


ასევე დაგაინტერესებთ