"მსურს, "აიაქსში" მუშაობა გავაგრძელო და ამ გუნდის განვითარებაში წვლილი შევიტანო, თუმცა განსხვავებულ როლში", - განაცხადა ვან სხიპმა.
ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "აიაქსს" სასურველი მწვრთნელების სია უკვე შედგენილი აქვს, სადაც ოთხი სპეციალისტი მოხვდა. მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე ჯერ კიდევ ამსტერდამული კლუბის საკუთრებაა და "მეცის" ღირსებას იჯარის წესით იცავს.