უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"ეს ჩვენი რეალობაა..." - ხავი გულნატკენია

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში მიუნხენის "ბაიერნთან" განცდილი მარცხის (0:3) შემდეგ ისაუბრა:

"ისინი ჩვენზე დომინირებდნენ, თუმცა ყველა შეხვედრაში თვითონ გვსურს დომინირება, ჩვენ "ბარსელონა" ვართ. ეს მარცხი გარდამტეხი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგისთვის კონკურენტუნარიანები არ გამოვდექით.

ეს ჩვენი რეალობაა, ესაა სიტუაცია, რის წინაშეც პირისპირ ვდგავართ. უნდა ვიბრძოლოთ. დღეს ახალი ერა იწყება. ძალიან გაბრაზებული ვარ, მაგრამ სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ. ჩვენ გარშემო არსებულ მოვლენებს უნდა შევეგუოთ, სხვა გზა არაა. წარმატება ჩემპიონთა ლიგაა და არა ევროპის. მიყვარს ეს გუნდი და
მისთვის ყველაფერს გავიღებ" - განუცხადა Marca-ს ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, ბოლო 20 წლის განმავლობაში კატალონიელებმა ჯგუფური ეტაპის დაძლევა პირველად ვერ მოახერხეს. რაც შეეხება უშუალოდ ამ სეზონს, "ბლაუგრანამ" 7 ქულა მოიპოვა და მეორეადგილოსან "ბენფიკას" 1 ქულით ჩამორჩა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით