ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: მშვიდობით, "ბარსა" - დღეს პლეი-ოფის ბოლო მონაწილე გაირკვევა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის დარჩენილი 6 მატჩი გაიმართა და ერთის გარდა, პლეი-ოფის ყველა მონაწილე გაირკვა.

ყველაზე საინტერესო E ჯგუფში მიუნხენში ჩატარებული მატჩი იყო, სადაც უმოტივაციო „ბაიერნმა“, რომელმაც ჯგუფში პირველი ადგილი ადრევე მოიპოვა, „ბარსელონას“ ცარიელ სტადიონზე უმასპინძლა, 3:0 დაამარცხა და ევროპა ლიგაზე გაისტუმრა. კატალონიური გუნდი პლეი-ოფში 21 წლის შემდეგ პირველად ვერ მიიღებს მონაწილეობას.

მეორე ადგილზე „ბენფიკა“ გავიდა, კიევის „დინამო“ კი მომავალ სეზონამდე ევროტურნირებს დაემშვიდობა.

G ჯგუფიდან „მანჩესტერი“ უკვე გასული იყო, რომელიც რონალდოს გარეშე აუტსაიდერ „იანგ ბოიზს“ დაუზავდა. „ატალანტასა“ და „ვილიარეალის“ გადადებული
შეხვედრა დღეს გაიმართება და ეს გუნდები პლეი-ოფის უკანასკნელ საგზურს გაითამაშებენ.

F ჯგუფიდან შემდეგი ეტაპის საგზური „ლილმა“ და „ზალცბურგმა“ მოიპოვეს, „სევილია“ ევროპა ლიგაზე გადაერთვება, ხოლო „ვოლფსბურგი“ გაზაფხულამდე ევროტურნირებისგან დაისვენებს.

E ჯგუფი

მიუნხენი. „ალიანს არენა“
ბაიერნი - ბარსელონა 3:0
გოლები: 1:0 მიულერი (34), 2:0 სანე (43), 3:0 მუსიალა (62)

ლისაბონი. „დუ სპორტ ლისბოა“

ბენფიკა - დინამო (კ) 2:0
გოლები: 1:0 იარემჩუკი (16), 2:0 ჟილბერტო (22)

F ჯგუფი

ბერგამო. „აძური დ’იტალია“
ატალანტა - ვილიარეალი - გადაიდო

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“
მანჩესტერი - იანგ ბოიზი 1:1
გოლები: 1:0 გრინვუდი (9), 1:1 რიდერი (42)

G ჯგუფი

ზალცბურგი. „რედ ბული“
ზალცბურგი - სევილია 1:0
გოლი: ოკაფორი (50)
გაძევება: ჯორდანი (64, სევილია)

ვოლფსბურგი. „ფოლკსვაგენ არენა“
ვოლფსბურგი - ლილი 1:3
გოლები: 0:1 ილმაზი (11), 0:2 დავიდი (72), 0:3 გომესი (77), 1:3 სტეფენი (89)

. „ბაიერნის“ შემტევმა მიულერმა ტურნირზე 50-ე გოლი გაიტანა და ისტორიაში ბომბარდირთა შორის მე-7 ადგილზეა.
. „ბარსამ“ ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 2 მატჩი მოიგო და 2 გოლი გაიტანა - ორივე კიევის „დინამოსთან“.
. „ბარსა“ „ბაიერნთან“ ზედიზედ ოთხჯერ დამარცხდა - საერთო ანგარიში 4:17.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლაპორტ! როგორ იყო? "მესის გაშვებით, ახალი ერა" იწყებაო?! ყოჩაღ, მაგრად დაიწყო ახალი ერა, გილოცავთ.
1

სიახლეები პოპულარული