უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"თუ "რეალი" მომდევნო ეტაპზე გავა..." - ლუკას წინასწარმეტყველება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა პსჟ-ის წინააღმდეგ (3:1) ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.

36 წლის ხორვატმა იწინასწარმეტყველა, რომ თუ "ბლანკოსი" მომდევნო ეტაპზე გასვლას მოახერხებდა, მაშინ ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებდა.

"ვთქვი, რომ თუ "რეალი" მომდევნო ეტაპზე გავა, მაშინ ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებს, ამაში ეჭვიც არ მეპარება" - განაცხადა ლუკამ.

შეგახსენებთ, მოდრიჩმა "სამეფო გუნდთან" ერთად ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი 4-ჯერ მოიგო. როგორც ჩანს, ახლა მეხუთეს მოლოდინშია.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით