ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: საოცრება "ბერნაბეუზე" - ფანტასტიკურმა ბენზემამ პსჟ გამოაგდო VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 მარტს, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი საპასუხო მერვედფინალური მატჩი გაიმართა.

პარიზში 0:1 დამარცხების შემდეგ „რეალმა“ თავიდანვე დიდი ძალებით შეუტია, პსჟ კი სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდა და მე-16 წუთზე მბაპეს გოლის გატანა კურტუამ არ დაანება. 25-ე წუთზე ბენზემას დარტყმული ბურთი უკვე დონარუმამ მოიგერია. 33-ე წუთზე მბაპეს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს. თუმცა, 39-ე წუთზე კილიანმა მაინც დალაშქრა მადრიდელთა კარი.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა, 53-ე წუთზე მბაპემ ისევ გაიტანა და მსაჯმა ისევ თამაშგარე დააფიქსირა. 61-ე წუთზე დონარუმას შეცდომის შემდეგ ბენზემამ
ანგარიში გაათანაბრა, „ბლანკოსი“ უპირატესობას დაეუფლა, ვინისიუსმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, მერე ბენზემამ კიდევ ორი გაიტანა და თავის გუნდს შემდეგი ეტაპის საგზური მოუპოვა.

„სიტის“ გასვლაზე „სპორტინგი“ 5:0 ჰყავდა განადგურებული, დღევანდელ შეხვედრას ფორმალური ხასიათი ჰქონდა, 0:0 დასრულდა და გვარდიოლას გუნდი მეოთხედფინალში გავიდა.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 59 895 მაყურებელი
რეალი - პსჟ 3:1
გოლები: 0:1 მბაპე (39), 1:1 ბენზემა (61), 2:1 ბენზემა (76), 3:1 ბენზემა (78)

მანჩესტერი. „ეტიჰადი“. 51 213 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - სპორტინგი 0:0

- ბენზემამ „რეალში“ მე-500 მატჩი დაიწყო სასტარტოში და 18 წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა. ეს 2015 წლის შემდეგ ამ ტურნირზე მისი პირველი ჰეთ-თრიკია. ქარიმი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 18 წელიწადში გაიტანა გოლი.
- მესის „რეალის“ კარი 2018 წლის შემდეგ, 9 შეხვედრაში არ დაულაშქრავს და 7 წელია არ გასულა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
- მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე 33 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა.
- „სიტის“ ნახევარმცველმა ფერნანდინიომ ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩი ჩაატარა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ფაქტია,5 წელია მესის პრინციპული,მნიშვნელოვანი მატჩი კარგად არ უთამაშია.თუ არა ერთი თამაში მაინც შემახსენეთ.ამიტომაც ოქროს ბურთების ჩუქება თუ მიყიდვა საეჭვოდ მიაჩნიათ მსოფლიოში ყველა საღად მოაზროვნე ფეხბურთის სპეციალისტს.
ასეა ეს
14:02 11-03-2022
6
ახია ფრანგებზე რომ შეიწყალეს. იჯდნენ და უყურონ ეხლა
Tevez11
07:56 11-03-2022
1

სიახლეები პოპულარული