გვარდიოლა შამანებისა და წყევლის მსხვერპლია?!

AutoSharing Option
პეპ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებას ისევ ვერ ახერხებს და გულშემატკივრებს "ქალაქელთა" ყოფილი ნახევარმცველის, იაია ტურეს აგენტის წყევლა გაახსენდათ.

2018 წელს, "სიტიდან" საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ წასვლის შემდეგ, კოტდივუარელი ფეხბურთელის მენეჯერმა დიმიტრი სელუკმა უცნაური კომენტარი გააკეთა, რომელიც შამანებს ეხებოდა. მან თქვა, რომ ესპანელი სპეციალისტი დაწყევლილია, რათა ამ ქმედების მერე ჩემპიონთა ლიგა აღარასდროს მოიგოს. ფაქტია, გვარდიოლა წლების განმავლობაში სასურველი თასის მოპოვებას ვერ ახერხებს.

შეგახსენებთ, პეპი "ბარსელონასთან" ერთად ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი 2009 და 2011 წლებში იყო, ამის შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ტიტულს
ვერც მიუნხენის "ბაიერნთან" და ჯერჯერობით ვერც "მანჩესტერ სიტისთან" ერთად შესწვდა.

მომზადებულია Dailymail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
სიტი ვერ არის რეალის დონის, ფეხბურთელების კლასში აშკარა სხვაობაა.
მარტო ვინისიუსი, როდრიგო და ბენზემა უფრო მეტია ვიდრე მთელი სიტი ერთად აღებული, თუნდაც ზედ იუნაიტედიც დაემატოს.
ზურა
20:14 05-05-2022
18
რაც მოგივა დავითაო... არ არის ღირსი პეპი ლიგის მოგების. თავში აუვარდა, ეგონა ბარსას წარმატებები მისი დამსახურება იყო,ამიტომაც ბარსას შემდეგ დიდ წარმატებებს სხვა კლუბებთანაც მიაღწევდა.ეს კი მესის ბრალია, რომელიც მაშინ ვარსკვლავებს წყვეტდა, დარჩენილიყო პეპი ბარსაში და ლიგას კიდევ რამდენჯერმე მოიგებდა, თვითონაც გაიხარებდა და კლუბიც
კოკა
16:52 05-05-2022
25

სიახლეები პოპულარული