უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

კვარაცხელია და ოსიმენი "აინტრახტისთვის" სრულ მზადყოფნაში - ნიგერიელმა "ნაპოლის" ფანები დაამშვიდა

AutoSharing Option
ვიქტორ ოსიმენს სერიოზული დაზიანება არ მიუღია, ამის შესახებ ნიგერიელმა გულშემატკივრებს Twitter-ის მეშვეობით აცნობა.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფორვარდი "სასუოლოსთან" მატჩის 84-ე წუთზე მოედნიდან გაიყვანეს და ის სამედიცინო შტაბს ბარძაყზე მიუთითებდა. 

აფრიკელმა თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში ფანებს უპასუხა, რომ სერიოზული არაფერია და შეუძლიათ მშვიდად იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ სპალეტის გუნდი 22 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში ფრანკფურტში "აინტრახტს" დაუპირისპირდება, 25 თებერვალს კი გასვლაზე "ემპოლის" შეხვდება.
ასევე დაგაინტერესებთ