პირველად 2018 წლის შემდეგ - გვარდიოლამ Red Bull Arena-ზე ყველა გააკვირვა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში გასვლაზე "ლაიპციგს" დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ამ მატჩმა გულშემატკივართა ყურადღება სხვა მრივაც მიიპყრო. აღსანიშნავია, რომ ინგლისური გუნდის მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას არცერთი ცვლილება არ გაუკეთებია.

ჩემპიონთა ლიგაზე მსგავსი რამ ბოლოს 2018 წელს მოხდა, როდესაც 2018 წელს "მანჩესტერ იუნაიტედს" "იუვენტუსთან" შეხვედრაში არცერთი ფეხბურთელი არ შეუცვლია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
საუკუნის ქურდი ტრენერია. როჟამ მაგარი ტრენერობის იმიჯი მოიპარა. უბრალოდ დააკვირდით: ბარსელონა ( ხავი,ინიესტა,მესი პიკის ფორმაში, მაგ ბიჭებს იპოლიტე ხვიჩიას პერსონაჟი რომ დაეყენებინად მწვრთნელად ისიც კი გაამართლებდა) მერე ჰაინკესის დანატოვები ,ტრიპლეტ მოგებული ბაიერნი ,სადაც მხოლოდ ბუნდესლიგა მოიგო,რომელსაც კოვაჩიც კი იგებს. ლიგაზე გვარდიოლას ბაიერნმა განიცადა გუნდის ისტორიის სირცხვილი,რეალთან სახლში 0:4 . ესე ბაიერნს არასდროს,არავისთან არ წაუგია! მერე მოდის სიტი. გუნდს ,რომლის მფლობელებსაც და ფანებსაც საუკეთესოს პრეტენზია აქვს და სადაც მის ეპოქაში მილიარდზე მეტი მარტო დაცვაში აქვს დახარჯული,ლიგა არ აქვს მოგებული !!! პრემიერლიგის ტიტული მანჩინისაც აქვს მოგებული და პელეგრინის გაცილებით ნაკლები რესურსით. ლიგაზე ხან მონაკო აგდებს და ხან ლიონი. გვარდიოლა ვერასდროს ვერ გამოძერწავდა რამეს ფერგის მანჩესტერისგან ( ნოლიდან რომ დაეწყო) მაურინიოს ინტერისგან,ჰაინკესის ბაიერნისგან და ა.შ.
ფედე
15:35 23-02-2023
15
უსახური თამაში დოღლიგის წარმომადგენლის შესრულებით!...
ამდენი ფულის პატრონი, მაგრამ არაფრისმაქნისი კლუბი.
ლაშა
12:40 23-02-2023
8

სიახლეები პოპულარული